„აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს უნდა დაუბრუნდეს“-ელიოტ ენჯელი
პოლიტიკა - 13:19, 08 Sep, 2016     9172
„სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით, ძალიან მალე საქართველოს ისტორიაში დაიწერება თავისუფლებისა და დემოკრატიის ახალი თავი“, - ამის შესახებ აშშ-ს კონგრესის წარმომადგენლთა პალატის წევრმა, დემოკრატმა ელიოტ ენჯელმა კონგრესში გამოსვლისას განაცხადა, სადაც მან საქართველოს მხარდამჭერი განცხადება გააკეთა.

თავის გამოსვლაში კონგრესმენმა კიდევ ერთხელ გამოხატა ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ცალსახად დააფიქსირა პოზიცია, რომ რუსეთმა უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია: „ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს, ისევე როგორც ეს უნდა მოხდეს უკრაინაშიც. ჩვენ კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია არის უკანონო, და რომ უნდა აღდგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა“, - ნათქვამია ელიოტ ენჯელის განცხადებაში.

კონგრესმენის თქმით, 2008 წელს საქართველოს ნატოში არმიღება იყო გაუმართლებელი შეცდომა, რაც შემდგომში რუსეთის იმჟამინდელმა პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა საქართველოს ტერიტორიაზე შეჭრისთვის გამოიყენა.

როგორც ელიოტ ენჯელი აღნიშნავს, ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს დემოკრატიასა და აქტიურ სამოქალაქო საზოგადოებას განიხილავს როგორც შუქურას გამოწვევებით აღსავსე რეგიონში. „ჩვენ კვლავ გვჯერა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობის კარი უნდა იყოს ღია, და რომ საქართველოსთვის ნატოსა და ევროკავშირის წევრობის კარი უნდა დარჩეს ღია”, - ნათქვამია განცხადებაში.

დასკვნით სიტყვაში დემოკრატმა კონგრესმენმა ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რეზოლუცია ორპარტიულია, რადგან, მისი თქმით, რუსეთის აგრესიასა და ძალადობას ყველა ერთსულოვნად ეწინააღმდეგება. ენჯელის განცხადებით, ყველა თანხმდება, რომ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი არ უნდა იყოს ოკუპირებული და რომ ისინი უნდა დაუბრუნდნენ თავისუფალ და დამოუკიდებელ საქართველოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42