„რესპუბლიკელები“ ცუდი პარტნიორები იყვნენ მთელი 4 წლის განმავლობაში, ისე გაერთნენ ორ-ორ კანონს იგონებდნენ" - ივანიშვილი
პოლიტიკა - 12:45, 08 Sep, 2016     1407

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკურმა პარტიამ“ საკუთარი გამოცდილების რეალიზება კოალიცია „ქართულ ოცნებაში“ ვერ მოახერხა და გარკვეულ ფუნდამენტურ საკითხებში ისინი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანხვედრაში მოდიოდნენ. ამის შესახებ ბიძინა ივანიშვილმა სამეგრელოს რეგიონის ჟურნალისტებთან შეხვედრის ფარგლებში ისაუბრა:

„რესპუბლიკურ პარტიას ბევრი საქებარი სიტყვა შეხვდა ჩემგან, თუმცა ის დადებითი თვისებები რაც გააჩნია არის ის, რომ არის თანმიმდევრული ჯგუფი, დიდ პატივს სცემენ პროცედურულ დემოკრატიას და ასე შემდეგ. მე ვიხსენებ კოალიციაში რესპუბლიკური პარტიის როლს, დიდი იმედი მქონდა საკუთარ გამოცდილებას შეიტანდნენ კოალიციაში და მას განავითარდებდნენ, მოხდა საპირისპირო, მათ ვერ მაოხერხეს ეს, ისინი იყვნენე ცუდი პარტნიორები ოთხი წლის განმავლობაში, ძალიან ხშირად, ბევრ თემებში რაც იყო პრინციპული, ოპოზიციის როლში მოგვევლინებოდნენ. მათ ცოდნას რასაც პატივს ვცემდი ძალიან ხშირად პოზიტივში არა, უარყოფითში ჯდებოდა. მათი ცოდნა საქმეს საწინააღმდეგოდ ხმარდებოდა. იმდენად გაერთნენ ეს მცოდნე იურისტები, რომ ორ-ორ კანონს იგონებდნენ, ისინი რეალურად „ნაციონალურ მოძრაობასთან“ გაერთიანებულნი კანონებს მხარს არ უჭერდნენ. რაც ჰქონდა ნაციონალურ მოძრაობას ჩაფიქრებული ქვეყანა უსაფრთხოების თვალსაზრისით დაესუსტებინა, აქ მათი როლი მოვიდა თანხვედრაში. საუბარი მაქვს უსაფრთხოების სამსახურის პოლიციიდან გამყოფიფის საკითხზე, უსუფაშვილი და ხმალაძე ორ-ორ კანონს იგონებდნენ“, - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42