"საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია"- აშშ-ის არმიის სარდალი ბენ ჰოჯესი
პოლიტიკა - 12:32, 08 Sep, 2016     1260

აშშ-ის არმიის სარდლის, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესის განცხადებით საქართველო ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია. აღნიშნულ თემაზე ჰოჯესმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში ისაუბრა:

„მჯერა, რომ საქართველო სინამდვილეში უკვე ევროპაში შევიდა. ვფიქრობ, რომ საქართველო ევროპული ქვეყანაა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეს შუა აზიისთვის ევროპაში გასასვლელი ჭიშკარია. ის წვრთნებში მონაწილეობს და უკვე ევროატლანტიკური საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილია.

შეიარაღებული ძალები ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომსაქართველოს სუვერენული ტერიტორიის დაცვაში დასახმარებლად შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მზადყოფნა ჰქონდეს. ვფიქრობ, რომ თქვენ შესანიშნავი კაცები და ქალები უკვე გყავთ სამხედრო ფორმაში, რომლებიც ქვეყნის დასაცავად მზად არიან. თავდაცვის კონცეფცია ის თემაა, რომელზეც ჩვენს ქართველ სამხედრო ძმებთან მუშაობას გავაგრძელებთ. როგორ სურს საქართველოს თავის დაცვა, რა არის ამის საუკეთესო გზა და არსებული შესაძლებლობები თავდაცვისთვის მაქსიმალურად ეფექტურად როგორ უნდა გამოიყენოს.“- განაცხადა ბენ ჰოჯესმა.

აშშ-ის არმიის სარდალმა რუსული დეზინფორმაციის გასანეიტრალებელ ღონისძიებებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამის საპირისპიროდ საუკეთესო საშუალება მთავრობის პროფესიონალიზმის, უსაფრთხოების დასაცავად შეიარაღებული ძალების უნარების და ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის გაზრდაა:

„რამდენიმე საკითხს გამოვყოფდი: საუკეთესო მომავლისთვის, საქართველომ უნდა გააგრძელოს დასავლეთთან და დანარჩენ ევროპასთან კავშირების გაძლიერება და გააგრძელოს ჯერ უმწიფარი ინსტიტუტების ზრდა. საინფორმაციო კამპანიის საუკეთესო სახე ის არის, როცა მოსახლეობა ხედავს მთავრობის პროფესიონალიზმს, შეიარაღებული ძალების უნარს უსაფრთხოების დასაცავად, და ქვეყნის ეკონომიკურ კეთილდღეობას, რომელიც დასავლეთის ეკონომიკურ ინსტიტუტებთან არის კავშირში. ეს, ჩემი აზრით, საუკეთესო საინფორმაციო კამპანიაა. აქვე, გეტყვით იმასაც, რომ ჩვენ დასავლეთში, იქ, სადაც ყველანი პატივს ვცემთ პრესისა და გამოხატვის თავისუფლებას, იქ, სადაც მუდმივად ხალხის ნდობის შენარჩუნებას ვცდილობთ და ვზრუნავთ, რომ პარლამენტს ან კონგრესის ძალაუფლებას გარე, დამოუკიდებელი ინსტიტუტები ზღუდავდეს.

იმ სიტუაციაში, როცა ყველას აქვს ინფორმაციის მიწოდების/გაზიარების შესაძლებლობა და ეს ხშირად ფაქტების გადამოწმების გარეშე ხდება, უნდა დავფიქრდეთ და ვიზრუნოთ ამ კონკურენციის დაძლევაზე. რა არის ჩვენი მთავარი ამოცანა: უპირველესია გამჭვირვალობა, და ფაქტების სიზუსტე. შესაბამისად, თავისუფალი მედიის არსებობა, მედიისა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მძლავრ აგრესიულ ნარატივს, ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია.“- განაცხადა ამერიკელმა გენერალმა.

წყარო www.amerikiskhma.com





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42