მეტროში ქუჩის მუსიკოსს სასტიკად გაუსწორდნენ: ,,ორმა ბიჭმა კედელზე თავი მიარტყმევინა... ფულს სთხოვდნენ“
სოც.მედია - 21:11, 07 Sep, 2016     47243
მეტროში მომხდარი ინციდენტის შესახებ ფეიბუქის გვერდზე პოსტს ჟურნალისტი ლიკა გურაბანიძე წერს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ჟურნალისტი რომელიც ფაქტის თვითმხილველი გახდა, მუსიკოსის ფოტოს აქვეყნებს და მომხდარის დეტალებზე წერს.

,,არ ვიცი საიდან დავიწყო... დღეს საღამოს 9:15 წუთზე მეტროთი საბურთალოს ხაზიდან გადმოვდიოდი. საბურთალო და ცენტრალური ხაზის დამაკავშირებელ გვირაბში ვიყავი, როცა ყვირილის ხმა გავიგე. ორმა მოზარდმა კიბეები ხმაურით ამოირბინა და გვირაბის მეორე მხარეს გაიქცა. მაშინვე ავუჩქარე ნაბიჯს, მივხვდი, ცენტრალურ ხაზზე რაღაც ცუდი ხდებოდა. კიბეებზე ჩასვლის დროს ერთ ადგილზე შეკრებილი ხალხი დავინახე.

ძირს ახალგაზრდა მამაკაცი იწვა, სახელად ზაზა (პატრული ასე მიმართავდა). მოკლედ, ზაზას ორმა ბიჭმა კედელზე თავი ხელისკვრით მიარტყმევინა და გაიქცა (ეს სწორედ ის ბიჭები არიან ვინც მე გაქცევის მომენტში დავინახე). ბიჭი გათიშული იყო და გონს ვერ მოჰყავდათ. სასწრაფო მალე მოვიდა და პატრულთან ერთად ზაზას გონზე მოყვანას შეეცადა. რაც შეეხება მის გაცოცხლებას, სასწრაფომ სამი ნემსი (ვენასა და მაჯაზე) გაუკეთა.

არ მინდა დამავიწყდეს ერთი გოგო, რომელიც თავიდან ბიჭის ახლობელი მეგონა იმიტომ, რომ მისი ხელი ეჭირა, თურმე თვითმხილველი ყოფილა. როგორც ამ გოგომ მითხრა, ყველაფერი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაიწყო და სავარაუდოდ, ის ბიჭები ზაზას ფულს სთხოვდნენ.

პატრულმა როგორც თქვა, ახალგაზრდა მამაკაცი თავისუფლების მოედანზე ნაქირავებში ცხოვრობს და ვაგზლის გადასასვლელში გიტარაზე უკრავს.

მოვდიოდი გზაში და ვფიქრობდი იმ ორ ლაწირაკზე, რომელმაც ცხოვრების „მარტივი“ გზა აირჩია და ეს ბიჭი ასე გაიმეტა.

P.S ზაზას ამ ფოტოში თავქვეშ ის „სიმდიდრე“ უდევს, რისი საშუალებითაც ყოველდღიურ საარსებოს შოულობს“ - წერს გურაბანიძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42