ქარელს ავტოსადგურის ახალი შენობა ექნება
პოლიტიკა - 19:18, 07 Sep, 2016     1013
ქარელის მუნიციპალიტეტში ავტოსადგურის შენობის სრული რეაბილიტაციის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს. სამუშაობი დღეს ქარელის გამგებელმა, ზაზა გულიაშვილმა დაათვალიერა - ამის შესახებ ინფორმაციას ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

გამგეობის ინფორმაციით ობიექტს რეაბილიტაცია ქვეყნის დამოუკიდებლობის 25 წლის მანძლზე არ ჩატარებია და ეს პირველად ხდება. რეაბილიტაცია უკვე ერთი კვირაა დაიწყო. შენობიდან გატანილია ყველა სახის ინერტული მასალები, ნარჩენების გატანა ასევე ხდება მიმდებარე ტერიტორიიდან. სამუშაობის დასრულებით შემდეგ, ქალაქს ექნება ავტოსადგურის კეთილმოწყობილი შენობა და მოწესრუგებული მიმდინარე ტერიტორია, რომელიც განკუთვნილია მუნიციპალური და სამარშრუტო ავტოტრანსპორტისთვის.

„მრავალი წლის შემდეგ ჩვენს ქალაქს განახლებული ავტოსადგური ექნება. აღნიშნული ობიექტი უკვე ათწლეულებია უფუნქციოა და მოხარული ვარ, რომ ჩვენი ხელისუფლების პირობებში მოხდება კიდევ ერთი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტის რეაბილიტაცია და კეთილმოწყობა. ჩვენი მიზანია მეტი ინფრასტრუქტურა კეთილმოვაწყოთ ქარელში, რათა ეს იგრძნოს თითოეულმა ჩვენმა მოქალაქემ და მათთვის მგზავარობა უფრო კომფორტული გახდეს“, - აცხადებს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელი, ზაზა გულიაშვილი.

ავტოსადგურის და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის სამუშაობი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 133 333 ლარს შეადგენს. შენობის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის 31 აგვისტოს დაიწყო და 14 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, შპს „ახალი სამშენებლო“ ასრულებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42