,,მერაბ ქვარაიას ჯობდა ყურადღება მიექცია საკუთარი ამომრჩევლისთვის“ - ირაკლი ჩიქოვანი
პოლიტიკა - 18:38, 07 Sep, 2016     1812
„მერაბ ქვარაია, რომელსაც აქვს ამბიცია, რომ იყოს ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი საქართველოს პარლამენტში და წარმოადგენდეს ქალაქ ზუგდიდს იმასაც კი ვერ ახრეხებდა, რომ ადეკვატური ყურადღება მიექცია საკუთარი ამომრჩევლისთვის ზუგდიდის კონკრეტულ ოლქში“ - განაცხადა „ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების“ ქალაქ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ირაკლი ჩიქოვანმა პარტიის ზუგდიდის ორგანიზაციის ოფისში დღეს გამართულ ბრიფინგზე. ჩიქოვანმა მედიის წარმომადგენლებს აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის ფოტოები წარუდგინა, სადაც ასახულია უკიდურესად მძიმე საცხოვრებელი პირობები. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, აქ მცხოვრები მოსახლეობა რისკის ქვეშ არიან, რადგან შენობა მთლიანად არის ამორტიზირებული და არსებობს მისი ჩამონგრევის საშიშროება. მაჟორიტარობის კანდიდატის განმარტებით, ეს ხდება მაშინ, როცა ზუგდიდის ბიუჯეტში სტიქიით დაზარალებულთა დასახმარებლად 530 ათას ლარამდე იყო გამოყოფილი, რომლის ათვისებაც სრულად ვერ მოხდა, ხოლო მისივე განცხადებით, ტენდერების შედეგად ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ მოახერხა 10-15% -ით თანხების დაზოგვა, რომელიც საშუალებას მისცემდა მათ ავარიული სახლები გადაეხურათ.

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიმა მიმართა შესყიდვების სააგენტოს ერთ პირთან მოლაპარაკებით შეესრულებინა ეს სამუშაოები. თქვენ თუ დააკვირდებით ვადებს როდის იქნა გადმორიცხული თანხები და როდის განხორციელდა უშუალოდ შესყიდვა, ეს ვადები აბსოლიტურად საკმარისი იყო გამატივებული ელ. ტენდერის სახით ამ შესყიდვის განხორციელებაზე. მსგავსი პრაქტიკა კორუფციის რისკებს ქმნის და ეს არ არის ირაკლი ჩიქოვანის შეფასებები. ეს არის შეფასებები, რომელსაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები აკეთებენ. რაც შეეხება მერაბ ქვარაიას, დღეს მას სურს წარმოადგენდეს პარლამენტში ზუგდიდს, მაშინ როდესაც ის მოქალაქეების პრობლემებს საკუთარ საარჩევნო ოლქში არ აქცევდა ადეკვატურ ყურადღებას. როგორც ჩანს, მერაბ ქვარაიას და ირაკლი გოგოხიას, ასევე ადგილობრივი ხელისუფლების სხვა მესვეურებს განზრახული აქვთ, რომ კოლექტიური კამპანია აწარმოონ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის. შესაბამისად, ჩვენი მიდგომაც იქნება ერთობლივი და ჩვენ მომავალშიც ვისაუბრებთ იმ საქმეებზე, ამ გუნდზე, რომელმაც სერიოზული პრობლემები შექმნა კონკრეტული მიმართულებებით“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42