გოჩა ცოფურაშვილი გორში ფერმერებს შეხვდა
პოლიტიკა - 18:23, 07 Sep, 2016     1459
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილი, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფერმერებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მომხმარებლის უფლებების დაცვის მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო მთელი ქვეყნის მასშტაბით პესტიციდების და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლს ახორციელებს და ფალსიფიცირებული და უხარისხო ქიმიკატების ქსელიდან ამოღებას უზრუნველყოფს. მიმდინარე წელს, პესტიციდების და აგროქიმიკატების სარეალიზაციო ობიექტებიდან აღებულია 24 ნიმუში, საიდანაც დარღვევა 6 შემთხვევაში დაფიქსირდა. გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ სააგენტო განსაკუთრებით საშიში და საკარანტინო მავნე ორგანიზმების წინააღმდეგ მასშტაბურ ღონისძიებებს ატარებს, რის შედეგადაც მინიმუმამდეა შემცირებულია სასოფლო- სამეურნეო კულტურებსა და მწვანე საფარზე საზიანო ზემოქმედება.

„პესტიციდებისა და აგროქიმიკატების ხარისხის კონტროლი და მოხმარება აქტუალური საკითხია. სოფლის მეურნეობის დარგში განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების პარალელურად, პრიორიტეტულია მომხმარებლის ინტერესების დაცვა და ახალი რეგულაციების შესახებ ფერმერების ინფორმირება. მაღალი ხარისხის პრეპარატების სწორად და ეფექტიანად გამოყენება ხელს შეუწყობს მოსავლიანობის გაზრდას და კონკურენტუნარიანი სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებას“, - განაცხადა გოჩა ცოფურაშვილმა.

შეხვედრის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი უწყებების წარმომადგენლებმა ფერმერებს აგრარული დარგის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული პროგრამების, ასევე, სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კუთხით მიმდინარე ღონისძიებების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42