საქართველო ეფექტიანად იყენებს ყველა ინსტრუმენტს, რომელიც გვაახლოებს ნატოში გაწევრიანებასთან- პრემიერი
პოლიტიკა - 17:28, 07 Sep, 2016     1009
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივანთან და ნატო-საქართველოს კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა და იენს სტოლტენბერგმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ნატოს გენმდივნის საქართველოში ვიზიტი მნიშვნელოვან გზავნილად შეაფასა და ჩრდილოატლანტიკურ საბჭოს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა:
"ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა დასრულდა. ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რიგით მეოთხე ვიზიტი ალიანსის საქართველოსადმი პოლიტიკური მხარდაჭერის და პრაქტიკული თანამშრომლობის დინამიური განვითარების მნიშვნელოვანი გზავნილი გახლავთ. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას. მადლობა მინდა მოვახსენო ალიანსს მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. გვქონდა ნაყოფიერი ორმხრივი შეხვედრა გენერალურ მდივანთან. განვიხილეთ მრავალი თემა, მათ შორის კონკრეტული ნაბიჯები ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების თვალსაზრისით. კომისიის სხდომა ძალზედ პროდუქტიული გახლდათ. მოხარული ვარ რომ აღიარებული იქნა საქართველოს პროგრესის, დემოკრატიული, ეკონომიკური და სამხედრო სფეროს განვითარების მიმართულებით. საქართველოსა და ნატოს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდა. საქართველოსთან მიმართებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. ჩვენი ქვეყანა გაძლიერებული შესაძლებლობების ჯგუფის წევრია. არსებითი პაკეტის განხორციელება გეგმიურად მიმდინარეობს. საქართველო ეფექტიანად იყენებს ყველა იმ ინსტრუმენტს რომელიც გვაახლოებს ნატოში გაწევრიანების მიზანთან. ჩვენი ოფიცრები და ჯარისკაცები ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებთან ერთად მხარდამხარ იბრძვიან. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ საქართველო აღიარებულია სანდო პარტნიორად. კიდევე ერთხელ ქედს ვიხდი ჩვენი დაღუპული გმირების წინაშე. ერთ თვეში საქართველოში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. მთავრობა მოწადინებულია აღიარებული სტანდარტების შესაბამისად ჩაატაროს არჩევნები. სადაც მრავალ პოლიტიკურ სუბიექტს შესაძლებლობა აქვთ მიაწოდონ საკუთარი გზავნილები საზოგადოებას. ჩვენი ხელისუფლება ძალისხმევას არ იშურებს, რომს აქართველოს ევროატლანტიკური აღჩევანი რეალობად აქციოს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42