დავით ჯანდიერის განცხადებით, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა, მათ მიერ წარდგენილ საკანონმდებლო ინიციატივასთან ერთად წარდგენილი ხელმოწერების ნამდვილობა არც კი შეამოწმა.
”სასამართლო სისტემის ძირეული რეფორმირების მიზნით, მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ ,,პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საკანონმდებლო ინიციატივის განხორციელების მიზნით, პარლამენტის ბიუროს სავალდებულო 30 000 ამომრჩევლის ხელმოწერის ნაცვლად წარუდგინა 35000 ამომრჩევლის ხელმოწერა. ეს ხელმოწერები 2016 წლის 17 აგვისტოს გადაეცა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი პარლამენტის რეგლამენტის მიხედვით ვალდებული იყო 2 კვირის ვადაში შეემოწმებინა ხელმოწერების ნამდვილობა და შედეგები პარლამენტის ბიუროს უახლოესი სხდომისთვის წარედგინა. გუშინ გამართულ ბიუროს სხდომაზე არ იქნა დღის წესრიგში ჩასმული და განხილული მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის” საკანონმდებლო ინიციატივები და როგორც პარლამენტის აპარატის წარმომადგენელთან საუბრისას გაირკვა, ხელმოწერების ნამდვილობა არც კი შემოწმებულა აღნიშნული ფაქტი იმის დასტურია, თუ როგორ არაფრად მიაჩნია ხელისუფლებას ხალხის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. ეს არის კიდევ ერთი დასტური იმის, რომ ხელისუფლებას არ გააჩნია არავითარი სურვილი რეალური სასამართლო რეფორმა გახორციელდეს. ეს არის დასტური იმის, თუ როგორ არაფრად მიაჩნია ხელისუფლებას ხალხის მიერ მხარდაჭერილი საკანონმდებლო ინიციატივის განხილვა. ბუნებრივია, ჩვენ უმოქმედო პარლამენტი ვერ შეგვაფერხებს. “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ საპარლამენტო არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, სასამართლო სისტემის რეფორმას აუცილებლად განახორციელებს. ეს რეფორმა ორიენტირებული იქნება ადამიანის უფლებების და რიგითი მოსამართლის დამოუკიდებლობის დაცვაზე”, - განაცხადა ჯანდიერმა.
მასალის გამოყენების პირობები






