სხდომა იენს სტოლტენბერგისა და გიორგი კვირიკაშვილის მისასალმებელი სიტყვებით დაიწყო.
"ჩვენთვის ძალიან დიდი პატივია ვუმასპინძოთ ნატოს წარმომადგენლობას თბილისში. მინდა მივესალმო წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს და მადლობა გადავუხადო.
გენერალურო მდივანო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ დამოუკიდბელობის აღდგენის 25 წლის მოლოცვისთვის. ეს იყო ძალიან მნიშვნლელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის სახელმწიეფბრივი მშენებლობის თვალსაზრისით.
ეს შეხვედრა არის ნატოს ვარშავის სამიტზე დაწყებული უმნიშვნელოვანესი პროცესის ნაწილი, რომელიც ისახავს საქართველოს უსაფრთხოების ამაღლებას და ნატოში გაწევრიანებას.
ნატოში გაწევრიანება არის საქართველოს მსოახლოების მტკიცე ნება და მთავრობა ამის განხორციელებისთვის ყველაფერს აკეთებს.
დღეისთვის რეგიონში შექმნილია, საკმაოდ რთული უსაფრთხოების გარემო. გამოწვევები, რომელიც არის ჩვენს წინაშე არის ასიმეტრიული ხასიათის და მოითხოვს ახლებურ მიდგომებს.
ამ კონტექტსტში ნატოს, როგორც ყველაზე წარმატებულ ალიანსს უარღესად მნიშნელოვანი ფუნქცია ეკისრება.
ნატო-საქართველოს სამხედრო თანამშრომლობა არის უაღრესად აქტიური და ალიანსი აქტიურად არის ჩართული საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებაში. უკანასკნელ პერიოდში ჩვენ ალიანსთან ერთად განვახორციელეთ 2 წარამტებული პროექტი - წვრთნისა და შეფასების ცენტრი და თავდაცვის ინსიტუციონალური აღმშენებლობის სკოლა.
ჩვენ მადლობელი ვართ წევრი ქვეყნების მიერ შეტანილი მნიშვნელოვანი წვილისთვის.
ნატოს ვარშავის სამიტზე მოკავშირეებმა მიიღეს გადაწყვეტილება, საქართველოსთვის პრაქტიკული მხარდაჭერის ახალი პროექტების შესახებ. დღეს ვიმსჯელებთ ამ პროექტების განხორციელების შესახებ.
საქართველო, როგორც ასპირანტი ქვეყანა აქტიურად მონაწილეობს ნატოს სამხედრო მისიებში. ჩვენ კარგად გვესმის, რომ შავი ზღვის რეგიონი და საქართველ ევროპული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილი და შესაბამისად ევროიპული უსაფრთხოება წარმოუდგენელია ამ რეგიონში სტაბილურობის გარეშე.
საქართველო გააგრძელებს მის ხელთ არსებული პრაქტიკული მექანიზმების მაქსიმალურად გამოყენებას, რათა დააჩქაროს პოლიტიკური გადაწყვეტილება საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შესახებ" - განაცხადა კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






