„ოქრუაშვილისგან მოვისმინე, რომ კალაძემ ფეხი დამიდოო, ანალოგიურ განცხადებას როდესაც სპორტში ვიყავი და ფეხბურთს ვთამაშობდი მე მახსოვს ზიდანი, რონალდო და რონალდინიო აკეთებდა ხოლმე - „კალაძე ფეხს მიდებსო“. მე ვფიქრობ, რომ ცოტა უხერხულია ამ ადამიანების შედარება. ოქრუაშვილი არის არშემდგარი ადამიანი“ - განაცხადა კახა კალაძე.
ვიცეპრემიერის თქმით, მან არ იცის რატომ უკავშირებს ოქრუაშვილი მას რუსთავი2-თან დაკავშირებული დოკუმენტის გამოქვეყნებას:
„გულწრფელად, არაა ოქრუაშვილი საინტერესო, არც მისი წარსული, არც აწმყო და მომავალი. დოკუმენტით სასამართლოს მიმართოს. არ ვარ კომპეტენტური ამაში.“- განაცხადა კალაძემ.
შეგახსენებთ, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა რუსთავი2-ის მფლობელობასთან დაკავშირებით, სკანდალური დოკუმენტის გასაჯაროების მიზეზებზე ინგა გრიგოლიას გადაცემაში ისაუბრა. ოქრუაშვილის თქმით, მას დოკუმენტის გასაჯაროება კახა კალაძის ქმედებებმა აიძულა, მისი თქმით მან კალაძეს შეუთვალა, რომ თუ მის წინააღმდეგ ბრძოლას თავს არ დაანებებდა ის ამ დოკუმენტს გაასაჯაროებ
მასალის გამოყენების პირობები






