"ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას..."- კალაძე ბრალდებებს პასუხობს
პოლიტიკა - 15:33, 07 Sep, 2016     16022
იარაღის უკანონო ტარებისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახების მხრიდან წამოსულ ბრალდებებს, ვიცე პრემიერმა კახა კალაძემ უპასუხა. კალაძის თქმით, მის წინააღმდეგ გაჟღერებული ბრალდებები ცილისწამებაა და თუ დაკავებულების ახლობლებს მტკიცებულებები გააჩნიათ იმიასა, რომ ამ დაკავებების უკან კახა კალაძე დგას, მათ გამოძიებას უნდა მიმართონ.

„გულდასაწყვეტია რომ ამდენი ცილისწამება ისმის, თუმცა მე მესმის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ვიმყოფებით. როდესაც არჩევნები ახლოვდება ხან „მარშუტკების“ ბიზნესის წართმევას მაბრალებენ, ხან ხუდონი თითქოს ჩემი საკუთარი პროექტია, ახლა ბოლოს გავიგე რომ ქარის ელექტროსადგურებიც ჩემი საკუთრებაა და მზის სადგურებიც, რომლის გაკეთებაც იგეგმება. ხშირია მსგავსი ათასი სიბინძურეები. ახლა ველოდები ჩემი ძმის მკვლელობის საქმის ახლიდან წარმოჩენას საზოგადოებისთვის და შეიძლება კენედის მკვლელობაც თავიდან განიხილონ და ესეც მე დამაბრალონ. მე ამ ოჯახებს ადამიანურად თანავუგრძნობ და თუ მათ რაიმე მტკიცებულება გააჩნიათ, წარუდგინონ შესაბამის სამსახურებს, იმიტომ რომ ყველა დაიღალა ამ ცილისწამებებით. თუ ფიქრობენ, რომ ამით მე მორალურად დამანგრევენ ეს არ გამოუვათ, რადგან მე ძალიან ბევრი ტკივილი მაქვს გამოვლილი და მსგავსი ცილისწამებები ხელს ვერ შეუშლის იმ საქმიანობას, რომელსაც მე ჩემი ქვეყნისთვის ვაკეთებ“- განაცხადა კახა კალაძემ.

შეგახსენებთ, დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ახალგაზრდების დაკავების უკან საქართველოს ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დგას.

კახა კალაძე თბილისში მომხდარ სისხლიან გარჩევებთან დაკავშირებით მისი გვარის გაჟღერებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მისი ოპონენტების მხრიდან მსგავსი ბრალდებები გასაკვირი არაა, რადგან ეს არაერთხელ მომხდარა:

"საარჩევნო პერიოდია და ნორმალურია რომ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ კახა კალაძეზე შეტევები ხორციელდება. ეს ქართულ პოლიტიკაში სიახლე არაა თქვენ გახსოვთ წინა არჩევნებიც."- განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42