"3 თვეზე მეტია ეს ქალი გზაზე ხელგაშვერილი ზის მუხლისჩოქა" - რა ხდება დიდ დიღომში (ფოტო)
პოლიტიკა - 14:06, 07 Sep, 2016     43481

ფეისბუკზე დიდ დიღომში გადაღებული ფოტო ვრცელდება, რომელზეც მანქანების სავალ ნაწილზე დაჩოქილი ქალია ასახული, რომელიც მოწყალებას ითხოვს. როგორც ფეისბუკმომხმარებელი წერს, მსგავს ადგილზე ყოფნით ის საფრთხეს უქმნის, როგორც საკუთარ თავს, ასევე ამ გზაზე მოძრავ ავტომობილებსაც:

„3 თვეზე მეტია ეს ქალი გზაზე ხელგაშვერილი ზის მუხლიჩოქა დიდი დიღმის გუდვილის გამოსასვლელთან. გვერდით ბალახების სკვერია და ვერაფრით დავიყოლიე, რომ იქ დაჯდეს.

ვერ ვხვდები პატრული რატომ არ რეაგირებს.

მიზეზი ბევრია, რატომაც უნდა აეკრძალოს ამ ადგილზე ჯდომა.

1.ზის ზედ გზაზე. მანქანებს უდგება წინ.

ადგილი ისეთია, რომ გამოდიხარ მარცხნიდან ინტენსიურად მომავალ მანქანებს უნდა უყურო, რომ გასვლა მოახერხო, ამ დროს მარჯვნივ ეს დგას მუხლებზე,ხელგაშვერილი და ამაზეც უნდა იფიქრო, რომ არ დაარტყა ან მინიმუმ არ გაჰკრა ხელზე მანქანა. მგონი წესიერად ვერც ხედავს, ელამია. სიბნელეშიც არ ჩანს წესიერად, სულ მუქი ფერები,ნაცრისფერი,შავი აცვია.

2. საშიში სიტუაცია იქმნება მაშინაც, როცა ვინმეს ქველმოქმედების სურვილი უჩნდება და ეგრევე უჩერებს მანქანას ფანჯრიდან რომ გასცეს მოწყალება , ამ დროსაც შეიძლება შენ მარცხნივ იყურებოდე არ ელი რომ წინ გაგიქვავებენ მანქანას და დაარტყა. მერე ალბათ გამოფხიზლდება პატრულიც.

3.ამას გარდა ეს საცოდავი გამუდმებით სუნთქავს ამ მომწამლავ გამონაბოლქვს. თან ასე დაბალ დონეზე,მიწასთან ახლოს ბევრად მეტს ისუნთქავს როგორც ვიცი ამ მავნე ჰაერს.

4.ამ ყველაფერს რომ თავი დავანებოთ სირცხვილია, ქალი ასე მუხლიჩოქა ხელგაშვერილი ძეგლივით რომ დგას შუა გზაზე და არავის აინტერესებს. უცხოელებიც ჭარბად დადიან გუდვილში და ალბათ როგორ დაგვცინიან.

ეს კი შინაგან საქმეთა სამინისტროს პასუხი: " გამარჯობა, აღნიშნულ შემთხვევაში შეგიძლიათ მიმართოთ 112-ს."- წერს ფეისბუკმომხმარებელი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42