ბერძენიშვილის შეფასებით, ის რომ ქალაქის ცენტრში ადამიანს კლავენ, ყველანაირ ზღვარს სციდლება.
,,მეგონა, რომ მღებრიშვილი ამავე დროს იტყოდა, რომ მოქალაქეებსაც დაიცავს. იმიტომ, რომ არ ვიცი, შეამჩნია თუ არა, უკვე საქართველოს დედაქალაქის ცენტრში კაცს კლავენ - ეს ყველა საზღვარს გასცდა. ამას უკვე სისტემური ანალიზი სჭირდება"- აღნიშნა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
დეპუტატის შეფასებით, გახშირებული კრიმინალი მიუთიღებს, რომ "რაღაც რაოდენობა პოტენციური მკვლელების გამოშვებულია ვოლიერებიდან".
"მესმის რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არის პოლიციის უფროსი და პოლიციას უნდა მოეფეროს, მაგრამ ქართველი ხალხის არჩეულია და ჩვენი დანიშნულია. ჩვენ უნდა მოგვხედოს, მოქალაქეებთან ცოტა მეტი ყურადღებაა საჭირო. მემგონი უბრალოდ მას არ ესმის თავისი პასუხისმგებლობა, თავისი როლი. მთავრობის მუშაობაში ეს ხარვეზია და აღარ იყურებიან მოქალაქეებისკენ. რატომღაც გონიათ რომ თანამდებობები მემკვიდრეობით ერგოთ“-განმარტა მან.
ეს განცხადება "რესპუბლიკელმა" ლებან ბერძენიშვილმა გიორგი მღებრიშვილის გუშინ გაკეთებული განცხადების შეფასებისას გააკეთა.
გიორგი მღებრიშვილის თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ დაუშვებს არც ერთი მოქალაქის უფლებების ხელყოფას.
რაც შეეხება, გახშირებულ კრიმინალს, მინისტრმა სპეციალურ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ უწყება კრიმინალს დაუნდობელ ბრძოლას უცხადებს.
მასალის გამოყენების პირობები






