როგორც მან "ნიუპოსტის" რეგიონალურ კორესპონდენტს განუცხადა, პარტიაში ახლა მიდის და დეტალურ კომენტარს მოგვიანებით გააკეთებს, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილება მისთვის მოულოდნელი იყო.
"ვერაფერ კონკრეტულს ვერ გეტყვით, ახლა მივდივარ პარტიაში და ამის შემდეგ გავაკეთებ კომენტარს. ჩემთვის ეს გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, მოულოდნელი იყო. როგორც კი კონკრეტული პასუხით გამოვალ, დაგირეკავთ და გეტყვით," - განაცხადა წილოსანმა.
შეგახსებენთ, რომ "ქართუმა ოცნებამ" ნინო წილოსანის კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც თემურ ჭკუასელის კანდიდატურაზე უარი თქვა და უკან გაიწვია.
გაუგებარია, რატომ აღმოჩნდა წილოსანისთვის ჭკუასელის მისი კანდიდატურით ჩანაცვლება ასე მოულოდნელი, მაშინ როცა თავად ჭკუასელი "ნიუპოსტთან" აცხადებს, რომ პოლიტსაბჭოს თვიდანვე დაგეგმილი ჰქონდა მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი ყოფილიყო, ხოლო ის არჩევნებში მონაწილეობას პროპორციული სიით მიიღებდა.
მასალის გამოყენების პირობები






