"გარკვეული პრობლემა იყო" - ვისი თხოვნით თქვა უარი ჭკუასელმა კანდიდატობაზე?
პოლიტიკა - 11:58, 07 Sep, 2016     1917
”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” წევრის, თემურ ჭკუასელის განცხადებით, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის გაერთიანებულ მაჟორიტარულ ოლქებში საკუთარი კანდიდატურა პირადი სურვილით მოხსნა.

როგორც "ნიუპოსტს" დეპუტატმა განუცხადა, ის ამ გადაწყვეტილებაში პრობლემას ვერ ხედავს და კვლავაც მმართველი პარტიის ჯარისკაცად დარჩება.

ჭკუასელი ირწმუნება, რომ პოლიტსაბჭოს თვიდანვე დაგეგმილი ჰქონდა რომ, მაჟორიტარობის კანდიდატი ნინო წილოსანი ყოფილიყო, ხოლო ის არჩევნებში მონაწილეობას პროპორციული სიით მიიღებდა.

კითხვაზე, რა მოხდა ოცნების პოლიტსაბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ გაიმართა და რა გახდა ჭკუასელის მიერ კანდიდატურის მოხსნის მიზეზი დეპუტატი ასე პასუხობს:

"დავიწყოთ იქიდან, რომ ეს პოლიტსაბჭოზე არ გადაწყვეტილა, ჩოხატაურისა და ლენჩხუთის ოლქში კანდიდატურა პარტიის პოლიტსაბჭოსთან კონსულტაციის შემდეგ მივიღე. თავდიდანვე ასე იყო საუბარი, რომ მე უნდა ვყოფილიყავი პროპორციულ სიაში, ხოლო ნინო წილოსანი მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა გაურკვეველი პრობლემები იყო, რაღაც დეტალები იყო გასარკვევი ამ ქალბატონთან დაკავშირებით, რომელიც მოგვარდა. ეს ყველაფერი დადგინდა, დალაგდა. არაფერი საგანგაშო არ ხდება. ახლა მივდივარ გურიაში, რომ ამ ქალბატონს დავუჭიროთ მხარი" - განაცხადა ჭკუასელმა.

დეპუტატი არ ეთანხმება, გურიის მოსახლეობას, რომ "ლანჩხუთსა და ჩოხატაურს მხოლოდ კანდიდატის ბილბორდები შერჩა".

"გეთანხმებით ძალიან ბევრი და დიდი ბანერები იყო გაკრული. არაუშავს გამოსწორდება ეგეც"- თქვა ოცნების წევრმა და დასძინა, რომ ”ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” დატოვებას არ აპირებს.




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42