არჩილ თალაკვაძე სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა
პოლიტიკა - 12:05, 07 Sep, 2016     1400
„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი არჩილ თალაკვაძე დღეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძეც ესწრებოდა მუნიციპალიტეტში განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„მიმიღეთ როგორც თქვენი თანასოფლელი, რომელსაც თქვენსავით აინტერესებს შემოქმედის მომავალი განვითარება. ჩვენ ერთად განვახორციელებთ ისეთ პრიორიტეტულ პროექტებს,რომელიც საზოგადოებას სიკეთეს მოუტანს. ჩვენ გავიმარჯვებთ არამხოლოდ 8 ოქტომბერს, არამედ 8 ოქტომბრის შემდეგაც ყოველდღიურად, როცა ჩვენი საქმე შედეგს გამოიღებს“ - მიმართა არჩილ თალაკვაძემ სოფელ შემოქმედის მოსახლეობას.

მოსახლეობასთან შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ - ს ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი, სოფელ შემოქმედში ანდრო ვაშალომიძის და მალხაზ კუჭუხიძის ოჯახებს ესტუმრნენ.

ანდრო ვაშალომიძემ გურიაში ძველთაგან გავრცელებული ვაზის ჯიშები - ჩხავერი, ჯანი, მტევანდიდი, ბადაგი, ხსილათუბანი, ჭუმუტა, კამური, საკმიელა, ათინაური და სხვა მაღალხარისხიანი ვაზის ჯიშები მოიძია, აღადგინა და საკოლექციო მეურნეობა გააშენა.

მალხაზ კუჭუხიძის ოჯახში კი მათივე დამზადებული მუსიკალური ინსტრუმენტები დაათვალიერეს. მალხაზ კუჭუხიძე, თავის ვაჟთან, გიორგისთან ერთად პავლონიისა და თუთის ხეებს ჟღერადობას საჭრეთელით აძლევს. ფანდური, ჩონგური, ბანი-ფანდური, დოლი, სალამური - ეს ის ინსტრუმენტებია, რომელთაც კუჭუხიძები საკუთარ სახელოსნოში ამზადებენ.

“თქვენ ინახავთ გურიის ლეგენდებს, გურულ ტრადიციულ ხმას და ვაზის ჯიშებს. ყოველთვის ვიამაყებ, რომ დღეს თქვენი სტუმარი ვიყავი“ - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42