თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნატოს გენერალური მდივანს ელოდებიან.
ალიანსის გენერალური მდივნისა და ჩრდილო-ატლანტიკური საბჭოს თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 14:00 საათზე დაეშვება.
დღის განმავლობაში დაგეგმილია გენ. მდივნისა და ალიანსის მაღალჩინოსნების შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.
14:35 საათზე გაიმართება საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ორმხრივი შეხვედრა იენს სტოლტენბერგთან
15:30 – 17:00 - გაიმართება ნატო- საქართველოს კომისიის სხდომა
17:15 – 17:35 - ნატოს გენერალური მდივნისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია
17:35 - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალი შენობის ინაუგურაცია ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის ალექსანდრე ვერშბოუსა და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის დავით ბაქრაძის მონაწილეობით
18:55 – 19:10 - ნატოს გენერალუი მდივნის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის მინისტრთან ლევან იზორიასთან
იენს სტოლტენბერგის ვიზიტი საქართველოში 2 დღე გაგრძელდება.
მასალის გამოყენების პირობები






