შენობაში შეჭრას 27 წლის მოჭიდავის, მინდია ოჯახიშვილის ახლობლები ცდილობდნენ, თუმცა მათ ამის საშუალება პოლიციამ არ მისცა.
ოჯახის წევრების თქმით, მინდია ოჯახიშვილს სამართლდამცველებმა იარაღი ჩაუდეს და ფიზიკურად გასუწორდნენ, რის გამოც სპორცმენის საავადმყოფოში მოთავსება გახდა საჭირო.
"იარაღი ჩაუდეს, "კაპეზემ" არ მიიღო ისეთი ნაცემია და რეფერალურში გადმოიყვანეს"- აღნიშნა დაკავებულის დედამ.
შს სამინისტრო მინდია ოჯახიშვილის ცემის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. როგორც "ნიუპოსტს" უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 236-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც იარაღის უკანონო შეძენა-ტარებას გულისხმობს.
რაც შეეხება საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტს მღებრიშვილის უწყების მტკიცებით, ოჯახიშვილს თავის ტკივილი აწუხებდა და მხოლოდ ამ მიზეზით გახდა საჭირო მისი რეფერალურ საავადმყოფოში გადაყვანა.
მასალის გამოყენების პირობები






