მათი ვარაუდით, ხელისუფლება ნატო-ს ელჩებისგან და გენერალური მდივნისგან არჩევნების დემოკრატიულად ჩასატარებლად გარკვეულ რეკომენდაციასაც მიიღებს.
ამერიკის მაკკეინის საერთაშორისო ლიდერობის ინსტიტუტის წარმომადგენელი ბათუ ქუთელია აცხადებს, რომ მაშინ, როცა ქვეყანა შედის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე წინასაარჩევნო პერიოდში ვიზიტი მკაფიო სიგნალია.
"ეს ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანია თავისი შინაარსითაც და იმ დროითაც, რა დროსაც ის ხორციელდება. იზრდება გარეშე საფრთხეები და გამოწვევები. ასევე არის ძალიან ბევრი შეკითხვები საზოგადოებაში, რამდენად ეფექტურად მიდის საქართველო ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ამ ყველაფერზე იქნება ვიზიტის დროს საუბარი,“-განაცხადა ბათუ ქუთელიამ.
ნოდარ ხარშილაძის მოსაზრებით, მაღალი რანგის შეხვედრებზე პრესის თავისუფლებისა და საპარლამენტო არჩევნების ირგვლივ მკაფიო მესიჯები გაჟღერდება.
„მკაფიო გზავნილები იქნება თვითონ არჩევნების დამოუკიდებლობის ხარისხთან და რა თქმა უნდა პრესის თავისუფლებასთან დაკავშირებით. ეს არის ნატო-ს მთავარი პრინციპები. ყველაზე კარგი ის არის, რომ ისინი თავის მოლოდინებს გააჟღერებენ. რამდენად გაითვალისწინებს ამას ჩვენი ხელისუფლება ეს უკვე სხვა არის,“-განახადა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის ექსპერტმა.
მასალის გამოყენების პირობები






