საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგი გამართა.
მღებრიშვილმა ისაუბრა დემურ სტურუას გარდაცვალების საქმეზე და განაცხადა, რომ იგი არ დაუშვებს ერთეული შემთხვევის გამო მთელ სტრუქტურას ჩრდილი მიაყენონ.
შს მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სამართალდამცავებმა უნდა უზრუნველყონ საპარლამენტო არჩევნების უსაფრთხო გარემოში ჩატარება, მისი თქმით დაინტერესებულ პირებს კი მოუწოდა, რომ გარკვეულ კამპანიებში ნუ ეცდებიან პოლიციის ჩარევას და ამით მათთვის ზიანის მიყენებას.
რაც შეეხება ენერგეტიკის მინისტრის დაინტერესებას ფეიქრიშვილის საქმეში, მან ჟურნალისტის კითხვას პასუხი არ გასცა. ამასთანავე დასძინა, რომ არცერთი კრიმინალური ავტორიტეტი საქართველოს საზღვარზე არ გადმოსულა:
„არცერთი კრიმინალური ავტორიტეტი საზღვარზე არ გადმოსულა. რაც შეეხება კითხვას კალაძესთან დაკავშირებით, სასაცილოა და პასუხის გაცემა არ მსურს“, - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






