საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, რომლის ფარგლებშიც მღებრიშვილმა ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ კრიმინალურ მოვლენებზე ისაუბრა:
„თავად ხედავთ რომ თითქმის ყველა დანაშაული ცხელ კვალზე იხსნება, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანია პრევენცია. ჩვენ უნდა გავაკეთოთ გააზრებული არჩევანი, გვინდა პოტენციური დამნაშავეებს დაქვემდებარება და მათი თამაშის პირობების მიღება, თუ ჩვენი პოლიციელების მხარდაჭერა?!
უნდა შევძლოთ არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარება. ნუ ცდილობენ ამ კამპანიებში საკუთარი პოლიციელების ჩარევას, პოლიცია არის აპოლიტიკური უწყება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ თქვენი უსაფრთხოება. ხაზგასმით ვაცხადებ, არ დავუშვებთ ნებისმიერი დესტაბილიზაციის მცდელობას, ძალადობის ნებისმიერი მცდელობა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი, ჩვენ ვაგრძელებთ დაუნდობელ ბრძოლას სამართალდამრღვევებისა და კრიმინალების წინააღმდეგ. ამ ბრძოლაში პოლიცია უკომპრომისო იქნება", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






