საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა:
"ვიმყოფებოდი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, მსურს გამოვეხმაურო ბოლოდროინდელ ფაქტებს, რომელიც შს სამინისტროს უკავშირდება, მწუხარებას გამოვთქვამ დემურ სტურუას გარდაცვალების გამო, ჩემი პრინციპული პროზიციაა რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია. ჩვენ არ დავუშვებთ არც ერთი მოქალაქის უფლების ხელყოფას, იმ შემთხვევაში თუ სამართალდამცავის მხრიდან გადაცდომის ფაქტი გამოიკვეთება, რეაგირება იქნება ადექვატური. პასუხისმგებლობა კონკრეტულ გადაცდომაზე კონკრეტულ პირს ეკისრება. მსურს აღვნიშნო, რომ დავიცავ ყველა მართალ პოლიციელს და არ დავუშვებ, რომ ერთეული შემთხვევის გამო ყველა მართალ სამართალდამცავს შეურაცხყოფას აყენებდნენ. ჩვენს სისტემაში მომუშავე აბსოლუტური უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის პატრიოტია. მოვუწოდებ ყველას, ნებისმიერი განცხადების გაკეთებისას, ნუ მიაყენებთ ჩრდილს მთელს ინსტიტუტს, სისტემა როგორც არასდროს ორიენტირებულია საზოგადოების უსაფრთხოებაზე, პოლიციელი იყო და არის ჩემთვის გმირი. ადამიანებმა, რომლებიც შეგნებულად უტევენ ამ ინსტიტუტს იციან, რომ პოლიცია ქვეყნის ფუნდამენტია", - განაცხადა მღებრიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






