პირადად ვარ დაინტერესებული გავარკვიო სიმართლე - ჭიჭინაძე ფეიქრიშვილის დედის ბრალდებას პასუხობს
პოლიტიკა - 20:06, 06 Sep, 2016     2066

იარაღისა უკანონო შენახვისთვის დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილისა და ნოდარ ნიშნიანიძის ახლობლები სამართალდამცველების მხრიდან უკანონო ქმედებაზე საუბრობენ და სასამართლოსგან სამართლიან განაჩენს ითხოვენ.

გიორგი ფეიქრიშვილის დედამ რუსთავი2-თან საუბარში სკანდალური ინფორმაცია გაასაჯაროვა, ნინო ფეიქრიშვილის თქმით, გუშინ მათთან სახლში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის დავით ჭიჭინაძის წარმომადგენელი იმყოფებოდა, რომელმაც არჩევნებში დახმარებისა და მხარდაჭერის სანაცვლოდ, დახმარება და გიორგი ფეიქრიშვილის ძმის დავით ფეიქრიშვილის გათავისუფლება შესთავაზა.

აღნიშნულს დავით ჭიჭინაძე სოციალური ქსელის მეშვეობით ეხმაურება:

„დღეს ჩემთვის ცნობილი გახდა ამ დღეებში დაკავებული გიორგი ფეიქრიშვილის დედის, ნინო ფეიქრიშვილის ბრალდების შესახებ, თითქოს ჩემი წარმომადგენელი იმყოფებოდა მათთან სახლში და არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ დახმარება, ანუ მისი შვილის გათვისუფლება შესთვაზა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ: გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩემთვის გიორგი ფეიქრიშვილის დაკავებისა და მისი ოჯახის შესახებ მხოლოდ ის არის ცნობილი, რაც ამ დღეებში მედიის საშუალებით ვრცელდება. წარმოდგენა არ მაქვს არც მათი მისამართის, არც კავშირების და არც იმის შესახებ თუ როგორ შეიძლება „დამეხმარონ არჩევნებში“. მესმის ოჯახის მძიმე მდგომარეობა და არ გამოვრიცხავ, რომ ვიღაც შეიძლება მართლაც ცდილობდეს მათ შეცდომაში შეყვანას. ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ქალბატონმა ნინომ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას და პირადად მე იმ პირის შესახებ, რომელიც თითქოსდა „ჩემი წარმომადგენელი“ იყო. პირადად ვარ დაინტერესებული გავარკვიო სიმართლე და გავიგო, ვინ ცდილობს ოჯახის შეცდომაში შეყვანას. მზად ვარ ნებისმიერ დროს შევხვდე ქალბატონ ნინოს და მასთან ერთად გავარკიო ეს გაუგებრობა. მესმის რომ გიორგი ფეიქრიშვილის ოჯახი დღეს მძიმე მდგომარეობაშია. ვუსურვებ მათ სამართლიან გამოძიებას და სამართლიან სასამართლოს“, - წერს ჭიჭინაძე.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42