‘’მომავალ წელს ქალაქ ოზურგეთში ასფალტის გარეშე არცერთი ქუჩა არ დარჩება’’ - ბეგლარ სიორიძე
პოლიტიკა - 19:58, 06 Sep, 2016     1620
ქალაქ ოზურგეთში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ ფაზაში გრძელდება.

დღეს ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა კობალაძემ ზაურ თენიეშვილის ქუჩაზე მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულეს.

თენიეშვილის ქუჩის მცხოვრებლებს გზის პრობლემა წლების მანძილზე აწუხებდათ. რამდენიმე თვის წინ გამართულ შეხვედრაზე ქალაქის მერი ადგილობრივებს აღნიშნული პრობლემის მოგვარებას დაპირდა.

ჯუმბერ კამკამიძე, თენიშვილის ქუჩის მცხოვრები:

,, შეიძლება ითქვას, საშვილიშვილო საქმე კეთდება. უკვე რამდენი წელია, ამ ქუჩაზე ძალიან მძიმე სიტუაციაა. წყალი დგებოდა ,მანქანებს გადაადგილება უჭირდათ. ქალაქის მერი დაგვპირდა ამ პრობლემის მოგვარებას და სიტყვა შეასრულა.’’

,, თენიეშვილის ქუჩის გარდა ასფალტის დაგების სამუშაოები ქალაქის სხვა ქუჩებზეც მიმდინარეობს. აღნიშნულ რეაბილიტაციას რეგიონალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ვახორციელებთ. აღნიშნული ფონდის ფარგლებში წელს ქალაქ ოზურგეთში 16 ქუჩა დაიგება. მომავალ წელს კი ჩვენს ქალაქში ასფალტის გარეშე არცერთი ქუჩა არ დარჩება“- განაცხადა ქალაქის მერმა ბეგლარ სიორიძემ

თენიეშვილის ქუჩის რეაბილიტაციას შპს ‘’გზამშენი-18“ აწარმოებს. უახლოეს პერიოდში კი ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები რუსთაველის, წუწუნავას, ჭიტაიშვილის, პუშკინის, ჯორჯიაშვილისა და ღლონტის ქუჩებზე დაიწყება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42