მუქარა და ფიზიკური ანგარიშსწორება წინასაარჩევნოდ - ,,თავისუფალი დემოკრატები“ ზეწოლის ფაქტებზე საუბრობენ
პოლიტიკა - 19:56, 06 Sep, 2016     1463
‘’ქართული ოცნება’’ წინასაარჩევნოდ შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით ცდილობს მიაღწიოს სასურველ შედეგს - განაცხადა ‘’ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების’’ ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ზურაბ მაჭავარიანმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

,,ქართული ოცნების" მაჟორიტარ დეპუტატობის კანდიდატს კობა ლურსმანაშვილს უკვე წაგებული აქვს არჩევნები ბაღდათისა და ხარაგაულის საარჩევნო ოლქში, რაც მის შეხვედრებზე მოსახლეობასთან ნათლად ჩანს. მას სხვა გზა არ დარჩენია გარდა იმისა, რომ შანტაჟისა და მუქარის გამოყენებით მიაღწიოს სასურველ შედეგს. მსგავსი მეთოდები მისთვის უცხო არ არის. გამგებლად მოსვლის დღიდან იგი იდიალურად შეეწყო ‘’ნაციონალური მოძრაობის" ,,ქართულ ოცნებაში" პორტირებულ წევრებს და მათი მანკიერი თვისებები სრულად აითვისა, ცდილობს წარმართოს საარჩვნო კამპანია იმავე მეთოდებით, რასაც ხალხმა 2012 წელს უთხრა უარი.

განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ჩვენი პარტიის აქტიურ მხარდამჭერზე რატი იჩქიტიძეზე განხორციელდა არა ერთი მუქარა და შანტაჟი. მამამისი ოლეგ იჩქიტიძე დაიბარა ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის უფროსმა და დაემუქრა, თუ მისი შვილი გააგრძელებდა აგიტაციას მას გაანთავისუფლებდნენ სამსახურიდან.

მის ტელეფონზე იყო სხვადასხვა ნომრიდან მუქარის, შეურაცყოფის ზარები.

რამოდენიმე დღის წინ დარეკა დეპუტატობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის ძმამ და დაემუქრა: თუ იგი არ შეწყვეტდა ინტერნეტში ,,პოსტების“ წერას მას ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ - იყო სხვასხვა სახის შეურაცმყოფელი მუქარებიც.

აღნიშნული საუბრის სატელეფონო ჩანაწერს გადავცემთ უწყებათა შორის კომისიას, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას რათა მიღებული იქნას შესაბამისი ზომები და მსგავსი ქმედებები შემდგომში არ განმეორდეს სხვა აქტივისტებზე.

ადამიანებმა მსგავს მეთოდებს უკვე უთხრეს უარი 2012 წელს და დასანანია, ხარაგაულის ,,ქართული ოცნების" კანდიდატი ,,ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო ძალადობის მეთოდების ერთგული, რომ რჩება’’, - განაცხადა ზურაბ მაჭავარიანმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42