რუსთაბვი 2 - ის გენერალურმა დირექტორმა უზენაეს სასამართლოს მიმართა და მოუწოდა ღია და საჯარო გახადოს რეზონანულს საქმეზე მისი გადაწყვეტილება.
გვარამიამ ორუაშვილის მიერ გავრცელებულ დოკუმენტზეც გაამახვილა ყურადღება.
„მე და ზაალ უდუმაშვილს და ჩვენი იურისტების გუნდს გვსურს რამდენიმე განმარტება გავაკეთოტ.
ბოლო დღეების მოვლენებმა და ირაკლი ოქრუაშვილის წარმოდგენილმა დოკუმენტმა გარკვეული კითხვის ნიშნები გააჩინა და გვინდა განვმარტოთ:
პირველ რიგში ჩვენი მთავარი არგუმენტი ამ საქმეში არის არა ოქრუაშვილის წამრმოდგენელის ხელშეკრულება, არამედ ის, რომ რუსთავი 2 და მისი კანონიერი მფლობელები არიან აბსოლუტურად მართალი, მორალური და სამართლებვირვი თავლსაზრისით. ქონება იყო სამართლიანად შეძენილი, მათ არც იცოდნენ ის პერიპეტიები რაც ხდებიოდა წინა წლებში. მათ მიერ ნასყიდობის ხელშეკრულება არის კანონიერი და ვერ დადგება ბათილად. ეს არის ამოსავალი წერტილი რომელსაც ეყრდნობა რუსთავი 2-ის პოზიციები.
უზენაესი სასამართლოს შემადგენლბამ ორი თვის წინ დაადგინა, სადაც მხარეები იყვნენ თამაზ ნიჟარაძე და ფოთის საზღვაო ნავსადგური, ამ საქმეზე დაადგინა, რომ ფასის დისპროპორციის გამო არ შეიძლება საკუთრებაზე ხელშეკრულების ბათილობა, ეს იყო იდენტური იქ იყვნენ მოდავეები, გამყიდველი და მყიდველი. ჩვენს შემთხვევაში ფასის დისპროპორციულობა დადგენილია უკანონოდ.
ჩვენ მოველით დასაშვებად ამ საქმის ცნობას და კასაციის სრულად დაკმაყოფილებას.
მეორე - ჩვენ წარვადგინეთ სასამართოს დასკვნა, რომლის ავტორიც არის თეიმურაზ თოდრია, რომელიც არის ყველაზე გამორჩეული თავისი წესიერებითა და პროფესიონალიზმით და მისი დასკვნით, იკვეთრება შემდეგი:
ფასისი დისპროპორციის გამო არ შეიძლება ბათილად დადგეს და მეორე კეთილსინდისიერი შეძენისთვის არ შეიძლება ქონების ჩამორთმევა და მესამე, საქმეში იმდენი დარღვევაა პროცედურული, რომ ის უკან უნდა იყოს დაბრუნებული.
თოდრია არის ის ერთადერთი წყარო, რომლის დისერტაციასაც სასამართლო დაეყრდნო თავის გადაწყვეტილებაში.
რაც შეეხება ოქრუშვილის დოკუმენტს, ეს არ არის ჩვენი მთავარი კოზირი, მიუხედავად ამისა ამ დოკუმემნტს აქვს თავისი მნიშვენლობა. ის მოწმობს, რომ ხალვაში არ წარმოადგენდა რუსთავი 2-ის რეალურ მფლობელს და მისი უფლებები და ინეტრესები ვერ შეილახებოდა, რადგან მას ეს ინეტერესები არ გააჩნდა და არასოდეს ფლობდა ამ ქონებას.
და ბოლოს, მივმართავ უზენაეს სასმართლოს, რომელიც მესამე დღეა ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს ამ საკითხის დასაშვებობას.
მივმართავ იმ შემადგენლობას, რომელმაც ერთი თვით ადრე იგივე შინაარსის საქმეზე გააუქმა გადაწყვეტილება, დროზე მიიღონ კანონით და კონსტიტუციით სწორი და სამართლებრივი ერთადერთი გადაწყვეტილება და ნუ გვამყოფებენ მუდმივი ტერორის ქვეშ. ის რასაც უზენაესი აკეთებს არის ტერორი რუსთავი 2-ის მიმართ.ეს არის ტერორი ჩევნი თანბამშორმლების წინააღმდეგ.
კეთილი ინებოს უზენაესმა და გასაიდუმლობულ ვითარებაში კი არა საჯაროდ გამოაქვეყნოს თავისი პასუხი, არ გამოაგზავნოს ფოსტით რადგან არის დიდი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს საქმე არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ქართული საზოგადოებისა და სიტყვის თავისუფლებისთის და დემოკრატიისთვის. მოვუწოდებ უზენაესს დაემორჩილოს კონსტიტუციას და კნონს“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მასალის გამოყენების პირობები






