რუსთავის მაჟორიტარობის კანდიდატები მოქმედი ქარხნების თანამშრომლებს შეხვდნენ
პოლიტიკა - 17:24, 06 Sep, 2016     1271
,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები რუსთავში არსებული ორი მსხვილი კომპანიის: „პროგრესისა“ და „ყაზბეგის“ ხელმძღვანელებსა და მომუშავე პერსონალს შეხვდნენ.

შეხვედრა შ.პ.ს „პროგრესის“ გენერალური დირექტორის, გიორგი თედორაძის ორგანიზებით გაიმართა. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ჩატარებული შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა.

ქარხანაში არსებული ვითარება, საწარმოო პოტენციალი და ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები–ეს იყო ის ძირითადი საკითხები, რომლის გარშემოც საწარმოში დასაქმებულებმა პაატა მხეიძესთან და გიორგი ბეგაძესთან, შეხვედრაზე განიხილეს. თავის მხრივ სამომავლო გეგმები და ეკონომიკური ხედვები გააცნეს დასაქმებულებს მაჟორიტარობის კანდიდატებმაც.

„სახელმწიფოს ხერხემალი არის ეკონომიკა, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით იზრდება ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტი. ბიზნესის განვითარება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში არსებული უმუშევრობის პრობლემის დაძლევასთან“, - განაცხადა რუსთავის 30-ე ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატმა გიორგი ბეგაძემ.

როგორც რუსთავის 29-ე და 30-ე ოლქების მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებმა განაცხადეს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება და მხარდაჭერა იქნება მათი პროგრამის ერთ-ერთი პრიორიტეტული თემა. მთავარი დაპირება კი, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე გაჟღერდა, ეს რუსთავის ინდუსტრიულ ზონად გადაქცევის პერსპექტივაა. მაჟორიტარობის კანდიდატების განცხადებით, მანდატის მოპოვების შემთხვევაში საკანონდებლო ორგანოში იმ ინიციატივებს დააყენებენ, რომელიც რუსთავში ინდუსტრიული ხაზის განვითარებას შეუწყობს ხელს.

„პრობლემები ბევრი გვაქვს, მგრამ ერთ-ერთი უმთავრესი დასაქმების პრობლემაა. რუსთავს აქვს დიდი პოტენციალი, იმისთვის რომ უმუშევართა რიცხვი მინიმუმადე შემცირდეს. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით თქვენი თანადგომით, ყველა რესურსი გამოვიყენოთ, რომ არსებული საწარმო-ქარხანები სრულ სამუშაო რეჯიმში გადავიდნენ“, - განაცხადა პაატა მხეიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42