კრწანისის ტყეპარკში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს
პოლიტიკა - 17:07, 06 Sep, 2016     786
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული ფოტომასალის საფუძველზე, რომელიც კრწანისის ტყეპარკში არსებულ ტბებზე თევზის მასიურ კვდომას ეხებოდა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო პოლიტიკის დეპარტამენტის, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის და გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა წყლის სინჯები აიღეს და მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.

ტერიტორიის დათვალიერებისას დადგინდა, რომ ტყე-პარკში სადაც 3 ტბაა (მრავალი მცირე ტბა) განთავსებულია საკანალიზაციო ჭები. კანალიზაციის სისტემა გამართულად მუშაობს, გარდა ტყე-პარკში გამავალი ერთი საკანალიზაციო მილისა, რომელიც არის ამოტეხილი. დაზიანებული მილიდან გადმოედინება წყლის ნაწილი და ხელოვნურად გაჭრილ დაახლოებით 20 მ სიგრძის არხით ჩაედინება ტბაში.

ტყე-პარკში არსებული მილის ამოტეხვის ადგილიდან და შუა ტბის ნაპირიდან აღებული იქნა საანალიზო წყლის ნიმუშები.

პირველადი მონაცემებით ტბაში ჟანგბადის დონის დაბალი პროცენტული მაჩვენებელია.

ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგები 5 დღეში გახდება ცნობილი.

ამასთან, დათვალიერებული იქნა ყველა ტბის სანაპირო ზოლი. ვიზუალური დათვალიერებით არც ერთი ტბის ნაპირზე არ შეინიშნებოდა დახოცილი თევზები, მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებისას არ დაფიქსირდა რაიმე სახის საყოფაცხოვრებო ან სამშენებლო ნარჩენების დაყრის კვალი, თუ არ ჩაითვლება რამდენიმე პოლიეთილენის პარკი და ბოთლი.

საგულისხმოა, რომ ეს ტბები არ ივსება მტკვრის წყლით და ასევე, არ ხდება მდინარე მტკვარში ტბის წყლის ჩადინება.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი მიმართავს გარდაბნის მუნიციპალიტეტს, რათა დაუყოვნებლივ მოხდეს დაზიანებული მილის რეაბილიტაცია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42