"საქართველოსა და ლიტვას შორის სავაჭრო ბრუნვა კიდევ უფრო გაიზრდება"-დიმიტრი ქუმსიშვილი
პოლიტიკა - 16:28, 06 Sep, 2016     1056
6 სექტემბერს თბილისში საქართველო–ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის მეორე სხდომა გაიმართა, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ საქართველოს მხრიდან პირველი ვიცე–პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ლიტვის ეკონომიკის მინისტრი ევალდას გუსტასი.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომები 2015 წლიდან ყოველწლიურად იმართება და მასზე ორ ქვეყანას შორის მნიშვნელოვანი სოციალურ–ეკონომიკური საკითხები იხილება.

კომისიის სხდომის დაწყებამდე, საქართველოს პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილისა და ლიტვის ეკონომიკის მინისტრის ევალდას გუსტასის პირისპირ შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო–ეკონომიკური ურთიერთობები და მათი შემდგომი განვითარების შესაძლებლობები განიხილეს.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მთავრობათაშორისო კომისიის სხდომა ჩატარდა, რომელზეც მოხსენებები დიმიტრი ქუმსიშვილმა ევალდას გუსტასმა გააკეთეს.

პირველი ვიცე–პრემიერის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ლიტვა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია. მისი თქმით, შარშან ლიტვასთან საქართველოს სავაჭრო ბრუნვა, სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით, გაიზარდა, საერთო სავაჭრო ბრუნვამ კი თითქმის 79 მილიონ დოლარს მიაღწია. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე დადებითად შეაფასა ორმხრივი ვაჭრობის მაჩვენებელი 2016 წლისათვის.

„შევთანხმდით, რომ ჩვენი ქვეყნები მაქსიმუმს გააკეთებენ, რათა სავაჭრო ბრუნვა კიდევ უნდა გაიზარდოს. ჩვენ უნდა დავეხმაროთ ერთმანეთს, რათა ჩვენს ქვეყნებში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს ორივე ქვეყანაში,“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

პირველმა ვიცე–პრემიერმა ასევე დადებითად შეაფასა თანამშრომლობა ტურიზმის სფეროში და განაცხადა, რომ ზრდის კარგი ტენდენციები არსებობს.

დიმიტრი ქუმსიშვილმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა თანამშრომლობის პერსპექტივებზე აგროსექტორის მიმართულებით. მისი განცხადებით, თავის დროზე, ლიტვამ მოახდინა საკუთარი აგროსექტორის სინქრონიზაცია და ადაპტაცია ევროპული რეგულაციების შესაბამისად. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღეს საქართველოც ამ გზას გადის და უწევს ევროპულ კანონმდებლობასთან საკუთარი ნორმატიული ბაზის სინქრონიზაცია. ამდენად, მისი თქმით, ლიტვის გამოცდილების გაცნობა საქართველოსთვის მნიშვნელოვანია.

კომისიის სხდომაზე მხარეებმა განიხილეს ვაჭრობის, ინვესტიციების, კულტურის, მეცნიერების, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, ჯანდაცვის და სხვა საკითხებში. ასევე საუბარი წარიმართა იმ მხარდაჭერაზე, რომელსაც ლიტვა უწევს საქართველოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით.

კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ, დიმიტრი ქუმსიშვილმა და ევალდას გუსტასმა, როგორც საქართველო - ლიტვის მთავრობათაშორისი კომისიის თანათავმჯდომარეებმა, ხელი მოაწერეს კომისიის სხდომის ოქმს, რომელშიც გაიწერა ქვეყნებს შორის სოციალურ–ეკონომიკური თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებები მომდევნო ერთი წლისათვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42