„გუშინ მე შევატყვე, ჟრიამული ჰქონდათ რუსთავი2-ზე, თითქოს ეს დოკუმენტი ანგრევს აქამდე გამოტანილ გადაწყვეტილებებს. ჩემის აზრით იურიდიულად ეს ასე არ არის, იმიტომ რომ ამ დოკუმენტის მიხედვით კი დასტურდება, რომ ქიბარ ხალვაში ნომინალური პირია, მაგრამ მოსამართლის ადგილას რომ ვიყო, მე ვიმსჯელებდი ასე: სანამ ფაქტობრივი დადასტურება არ მექნებოდა ოქრუაშვილსა და ხალვაშს შორის დავაზე, მანამდე ამ დოკუმენტს არსებითად ვერ შევაცვლევინებდი ვერანაირ გარემოებას, მაგრამ ეს ჩემი გადასაწყვეტი არაა, არ მინდა ექსპერტივით ვილაპარაკო. ამ დოკუმენტზე ერთი წელია მიდის საუბარი და ირიბად მეც ვადასტურებდი, ერთი წლის განმავლობაში არავის კითხვა არ გასჩენია, რამდენიმე ადამიანმა ძალიან კარგად იცოდა ამ დოკუმენტის შესახებ, ბუნებრივია ქიბარ ხალვაშმაც. 3 წელია მე ვცდილობ კომუნიკაციის აწყობას ხალვაშთან ამ თემაზეც და სხვა თემებზეც, მაგრამ ის გაურბის ამ კომუნიკაციას, საქართველოში მალულად ჩამოიპარება და მიდის.ჩემი ინტერესია, რომ სასამართლო დავა ქიბარ ხალვაშსა და დღევანდელ მესაკუთრეებს შორის დასრულდეს და ამის მერე დავიწყებ გარკვეული იურიდიული პრეტენზიების გაცხადებას. მე სურვილი არ მაქვს საქართველოში მიმდინარე დავაში ჩავერთო, რადგან აქ არანაირი პერსპექტივა არ აქვს. მაგრამ დავამდე შეიძლება ყველაფერი შეთანხმებით დამთავრდეს ან არ დამთავრდეს.“- განაცხადა ოქრუაშვილმა, თუმცა მან არ დააკონკრეტა შეთანხმება ვისთან შეიძლება შედგეს, მისი თქმით, ეს არ იქნება ქიბარ ხალვაში, რადგან ის ყველგან ნომინალური პირია
მასალის გამოყენების პირობები






