თუ ვინმეა დაინტერესებული იმაში, რომ „რუსთავი 2“ უცვლელი დარჩეს, მთავრობაა - კვირიკაშვილი
პოლიტიკა - 15:39, 06 Sep, 2016     1301

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს. პრემიერის განცხადებით, რუსთავი 2-ის საქმეს ორი განზომილება აქვს. პირველი მის მფლობელობას უკავშირდება, მეორე კი მედია თავისუფლება გახლავთ.

გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ ტელეკომპანიის მფლობელების საქმეში მთავრობა არ ერევა. მისივე თქმით, ხელისუფლება დაინტერესებულია, რომ სამაუწყებლო კომპანია უცვლელი დარჩეს.

“რუსთავი 2-ის საქმეს აქვს ორი განზომილება - პირველი მის მფლობელობას უკავშირდება. ჩვენ ვერც ჩავერევით და არც ვაპირებთ ჩავერიოთ სასამართლოს საქმეში. არსებობს მეორე მიმართულებაც, მედიის თავისუფლება. ჩემი პრემიერობის პერიოდში და წინა პოსტზე ყოფნის დროსაც, ათობით განცხადება გავაკეთე რუსთავი 2-ის მხარდასაჭერად. შევთავაზე სხვადასხვა ინსტრუმენტი - შექმნილიყო მედია ბორდი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ლიდერების, არასამთავრობოებისა და მედია სპეციალისტებით იქნებოდა დაკომპლექტებული, რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მისი სარედაქციო პოლიტიკა და არა ობიექტურობა. ეს არ არის ჩვენი მიზანი. ამის საუკეთესო მაგალითი საზოგადოებრივი მაუწყებელია, რომელიც უფრო კრიტიკულია ზოგჯერ ვიდრე რუსთავი 2.

მერწმუნეთ თუ ვინმეა დაინტერესებული იმაში, რომ ეს ტელეარხი უცვლელი დარჩეს, მთავრობაა. ეს არის ზოგიერთი პოლიტიკოსის მიერ ატეხილი ხმაური. შესაძლოა, მათ უნდათ აჩვენონ რამდენად მნიშვნელოვნები არიან, მაგრამ ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რაც უკვე გვაქვს,"- განაცხადა კვირიკაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42