ივანიშვილმა ოზურგეთიდან გარდაცვლილ ბენდუქიძესაც შეუტია
პოლიტიკა - 15:34, 06 Sep, 2016     10721
ადგილობრივი მედიის მიერ გავრცელებულმა ინფორმაციამ, თითქოსდა ექსპრემიერი ივანიშვილი ქალაქ ოზურგეთის მერს სუბტროპიკული უნივერსისტეტის აღდგენაში დახმარება დაპირდა-გაოცება გამოიწვია ანასეულის მეცნიერებში.

ერთერთმა ადგილობრივმა მედიამ, გუშინ, ექსპრემიერ ივანიშვილის მიერ ოზურგეთში მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოსდა:"ყოფილი პრემიერი დაინტერესდა, აქვს თუ არა კონკრეტული პროექტი ქალაქის მერს ამასთან (ანასეულთან) დაკავშირებით და რამდენად არის მასში გაწერილი ის შედეგები, რომლის მიღებასაც გეგმავენ. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ბეგლარ სიორიძეს დაპირდა, რომ ამ საკითხში აუცილებლად დაეხმარება"

"_ წლების წინ, მთელ მსოფლიოში ორი სუბტროპიკული უნივერსისტეტი ფუნქციონირებდა _ ერთი იყო ამერიკაში, კალიფორნიის შტატში, მეორე კი სოხუმში, რომლის ძირითადი ბაზა და იმ დროისთვის საკავშირო მნიშვნელობის კვლევითი ინსტიტუტი გახლდათ ოზურგეთში _ ანასეულში.

დღეს ეს ბაზა განადგურებულია, თუმცა, შესაძლებელია მისი აღდგენა და სწორედ ამაში გვჭირდება თქვენი დახმარება. არიან კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლები და თუკი მათ ცოდნას, გამოცდილებას, არსებულ ბაზას გამოვიყენებთ, ოზურგეთში შესაძლებელი იქნება უმაღლესი სასწავლებლის გახსნა, რომელიც მთელი საქართველოსთვის და არა მარტო საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება, _ უთხრა სიორიძემ ივანიშვილს.

ყოფილი პრემიერი დაინტერესდა, აქვს თუ არა კონკრეტული პროექტი ქალაქის მერს ამასთან დაკავშირებით და რამდენად არის მასში გაწერილი ის შედეგები, რომლის მიღებასაც გეგმავენ. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ, ბიძინა ივანიშვილი ბეგლარ სიორიძეს დაპირდა, რომ ამ საკითხში აუცილებლად დაეხმარება:

_ გაწერეთ ყველაფერი, გავიაროთ და ყველაფერში დაგეხმარებით, _ უთხრა ივანიშვილმა სიორიძეს"-ნათქვამია ინფორმაციაში.

ოზურგეთის (ანასეულის) სუბტროპიკული უნივერსიტეტი ანასეულის ჩაის კვლევითი ინსტიტუტის ბაზაზე ფუნქციონირებდა, 2011 წელს ინსტიტუტი, ცნობილი ქართველი მეცენატის, აწ გარდაცვლილი კახა ბენდუქიძის აგრარულ უნივერსიტეტს შეუერთდა და დღეისათვის ასე იწოდება:"საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის ჩაის, სუბტროპიკული კულტურისა და ჩაის მრეწველობის ინსტიტუტი-ის კერძო საკუთრებაა და მასში დღეისათვის ახალი ინვესტიციებით "კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრი" ფუნქციონირებს.

ამ დაწესებულებას 2011 წლიდან აკრიტიკებს "ქართული ოცნება", რო12 წელს მას მეორე პოლიტიკური გაერთიანება "პატრიოტთა ალიანსი" შეუერთდა და იმ ყოფილ თანამშრომლებზე დაყრდნობით, რომლებიც "აგრარულ უნივერსიტეტთან" მომხდარი გაერთიანების შემდეგ ჩატარებული რეორგანიზაციის გამო შემცირებაში მოყვნენ, პერმანენტულად ატარებდნენ საპროტესტო გამოსვლებს, ანასეულის ჩაის ინსტიტუტის ბენდუქიძისათვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის მოთხოვნით.

ამ მიტინგებში "ქართული ოცნების" უმაღლესი თანამდებობის პირები ხშირად მონაწილეობდნენ, თუმცა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან კახა ბენდუქიძის სახელთან ასოცირებული ინსტიტუტის კვლავ გაჟღერებამ, ბევრი ადგილობრივი გააკვირვა. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ ამ თითქმის მივიწყებულ დაწესებულებაში უამრავი ინვესტიცია, პროექტი განხორციელდა და ბევრი პროექტი ახლაც მიმდინარეობს.

ამ წუთებში მაგალითად კახა ბენდუქიძის კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში გურიის რეგიონის ქიმიის მასწავლებელთა მორიგი ტრენინგი ქიმიის ექსპერიმენტულ ნაწილში, მიმდინარეობს. ტრენინგ ჯგუფი 10 სექტემბრამდე იმუშავებს. ტრენინგებს უძღვებიან დოქტ. თეა მათითაიშვილი, დემეტრე ნარსია, დავით აფხაზავა და ეკატერინე გობრონიძე, ხოლო მოდულის კურატორია პროფესორი ელიზბარ ელიზბარაშვილი.

გარდა ამისა "5 სექტემბერს, კახა ბენდუქიძის საუნივერსიტეტო კამპუსის დასავლეთ საქართველოს ცენტრში, ანასეულში, განახლდა სოფლის მეურნეობის სპეციალისტების და საჯარო სკოლების პედაგოგების (ქიმია, ფიზიკა) პროფესიული გადამზადების ცენტრების საქმიანობა. ამჟამად აჭარის და გურიის რეგიონების სოფლის მეურნეობის სპეციალისტები იმაღლებენ კვალიფიკაციას"-გვითხრა ცენტრის დირექტორმა თემურ რევიშვილმა.

USAID-REAP-ის პროექტის ფარგლებში ანასეულში შეიქმნა თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია, სადაც შესაძლებელია როგორც ნიადაგის გამოკვლევა, ასევე სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის (ჩაის) ქიმიური ანალიზი, რაც მნიშვნელოვანია ფერმერთა და მწარმოებელთა იმ კატეგორიისათვის, რომელთაც სურთ პროდუქციის ბრენდირება და ორიენტირებულნი არიან ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის წარმოებაზე.

ანასეულში ხელისუფლებასა და ექსპრემიერს თხოვნით მიმართავენ დააკონკრეტონ რას გეგმავენ და რის განხორციელებას აპირებს ხელისუფლება ივანიშვილთან ერთად დაწესებულებაში, რომელიც კერძო საკუთრებაა და ამ ეტაპზე განსაკუთრებულ პრობლემებს არ უჩივის.

ასევე გაკვირვებას იწვევს ანასეულის მეცნიერებში ინფორმაცია, სადაც ანასეულის ინსტიტუტი განადგურებულად მოიხსენიება როცა ეს საგანმანათლებლო დაწესებულება დასავლეთ საქართველოში, ამ დარგში გაწეული ინვესტიციებით ლიდერია.

წყარო: "გურიის მოამბე"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42