საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი ქვეყნის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებს პასუხობს. უსუფაშვილის განცხადებით, ივანიშვილის პარტნიორი „პატრიოტთა ალიანსი“ უფრო არის და დასძენს, რომ მისთვის ივანიშვილის ბრალდებები გაუგებარია:
"მე ვწუხვარ, რომ ბიძინა ივანიშვილმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის სხვა პროექტი წარმოადგინა, იმის განსხვავებით, რაც ჰქოდნა 2011-12 წლებში. იმ სხვა პროექტში მისი პოტენციური პარტნიორი უფრო არის პატრიოტთა ალიანსი, ვიდრე რესპუბლიკური პარტია ან თავისუფალი დემოკრატები. რესპუბლიკელებს აღმოგვიჩინა პრობლემა, რომ თურმე ჩვენ ილია ჭავჭავაძეს ცუდ კაცად ვთვლით. მე ვწუხვარ, რომ აქამდე დავიდა საქმე. ეს არ ვიცი კრიტიკა თუ რა არის. უნდა ამოვიდეთ იქიდან, რომ პოლიტიკური პროცესი არის ციკლური პროცესი. 4 წელი ვიცხოვრეთ ისე, როგორც ვიცხოვრეთ,"- აცხადებს უსუფაშვილი.
ბიძინა ივანიშვილის თქმით, „რესპუბლიკურ პარტიას“ საქართველოს მოსახლეობა სწორად აფასებს და სწორედ ამიტომ აქვს ამ პარტიას 1% რეიტინგი. ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა გუშინ ოზურგეთში, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემაში „შეხვედრები რეგიონულ მედიასთან“ განაცხადა.
მასალის გამოყენების პირობები






