თბილისის საერთაშორისო კონფერენციაზე - "ევროპის ცვალებადი გეოსტრატეგიული ლანდშაფტი ვარშავის სამიტის შემდეგ" საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე ისაუბრა. კვირიკაშვილის განცხადებით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოსახლეობას მიეცეს შესაძლებლობა თავისუფლად გავიდეს ევროკავშირის ქვეყნებში:
„თუ მცირე ბიზნესის წარმომადგენლები თავისუფლად ვერ შეძლებენ ევროპაში გადასვლას, მაშინ სრულად ფუნქციონირებას ვერ შეძლებენ. უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შესასრულებელი საკითხი ასოცირების შეთანხმების საკითხში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველომ შეასრულა ყველა აუცილებელი პირობა, ჩვენ შევასრულეთ ჩვენი საშინაო დავალება, ყველაფერი რაც ჩამონათვალში იყო მითითებული.
გუშინ LIBRE-ს კომიტეტმა მწვანე შუქი აუნთო საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შემდგომ განხილვებს. იმედი გვაქვს, რომ შესაძლებელი იქნება, გვქონდეს უვიზო მიმოსვლა. ამას არ ვამბობ ჩემი პარტიის პოლიტიკური ინტერესი გამო, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება, ეს 8 ოქტომბრის არჩევნებამდე გადაწყდეს, რათა პროდასავლური სულისკვეთება კიდევ უფრო გაღვივდეს",- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






