"ეროსის სულზე მივუსწარი, რუსთავი2-ის ყიდვას პატარკაციშვილი აპირებდა"- ოქრუაშვილი (ვიდეო)
პოლიტიკა - 14:55, 06 Sep, 2016     23716

ირაკლი ოქრუაშვილმა ინგა გრიგოლიას გადაცემაში „რუსთავი2“-ის მფლობელების საკითხზე ისაუბრა. ოქრუაშვილის თქმით, ეროსი კიწმარიშვილი „რუსთავი2“-ის მიყიდვას ბადრი პატარკაციშვილზე აპირებდა და ამ საქმეში ბეც აღებული ქონდა:

„ჩვენ გუნდს რომელსაც წარმოვადგენდი ინფორმაცია გვქონდა, რომ ბადრი პატარკაციშვილს ეროსისთვის გადახდილი ქონდა 800 ათასი დოლარი ბეს სახით. რასაც ქვია სულზე მივუსწარი, ვუთხარი რომ ეს მისი მხრიდან არ იქნებოდა სწორი ნაბიჯი, მე გადავუხდიდი იგივე თანხას, დაახლოებით 8 მილიონზე იყო საუბარი, რომელიც ბუნებრივია იმ დროს არ გამაჩნდა და გარკვეული დროის განმავლობაში ამ ვალს დავფარავდით მთელი გუნდი. რევოლუციის შემდეგ დაიწყო აქტიური ლაპარაკი რუსთავი ორის გაყიდვასთან დაკავშირებით, ეროსის ქონდა პირობა, რომ ის გაყიდდა რ2-ს იმ შემთხვევაში თუ მის პარტნიორებს არ ეცოდინებოდათ რამდენს აიღებდა ის თავის 30%-ში. დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე კი ცალკე უნდა დაგვეთანხმებინა. მათთან კარგი ურთიერთობა არ მქონდა და ამიტომ მოვძებნე პიროვნება ჯემალ იმნაიშვილი, რომელიც მათთან კარგად იყო და დავითანხმე ეს ადამიანები, რომ თავისი 60% გაეყიდათ 1,2 მილიონ დოლარად და ეს თანხა ჯემალ იმნაიშვილის ხელით გადავუხადე. ეროსისთან მოლაპარაკებას ვაწარმოებდი მე, მაგრამ მისი ფული მე არ გადამიხდია, ის ადამიანი თუ ჩათვლის საჭიროდ თვითონ ისაუბრებს ამაზე. 70% მთლიანად მე დავაფინანსე, მათ შორის ნიკა ტაბატაძის 10%-იც. ქიბარ ხალვაში იყო ნომინალური პირი. მას შემდეგ, რაც შევატყე მისი მხრიდან განდაგანის თამაში შევთავაზე მას რომ ეს ყველაფერი დოკუმენტალურად გაგვეფორმებინა. 2010 წლის იანვარში ეროსიმ შემომთავაზა მაესტროს წილის ყიდვა და ინვესტიციების ჩადება რაც გავაკეთე. რეესტრში წილთა ცვლილებისთვის ნოტარიულად დამოწმება იყო საჭირო, ეს ის დროა, როდესაც ჩემი სახელი და გვარის ხსენებაზე ხალხს იჭერენ, ამიტომ შევთავაზე ხალვაშს, რომ ისევ მასზე გამეფორმებინა ეს წილები და წავიყვანე ბერლინში ნოტარიუსთან, რომელიც ბიძინა გიორგობიანმა მოძებნა 2010 წლის თებერვალში, რომ გაგვეფორმებინა ეს ხელშეკრულება. სასტუმროში დაბრუნების შემდეგ შევთავაზე, რომ რუსთავი2-თან დაკავშირებული დოკუმენტზეც მოეწერა ხელი, რაც გავაკეთეთ კიდეც. მან ალბათ ახლა ჩათვალა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი აღარაა საჭირო ადამიანი.“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.

ოქრუაშვილის თქმით, ის „რუსთავი2“-თან დაკავშირებით სასამართლო დავას საქართველოში არ აპირებს და სარჩელს ის პარიზის ან ლონდონის სასამართლოში შეიტანს. ოქრუაშვილის განცხადებით, ქიბარ ხალვაშის მთავარი დარღვევა იყო განცხადება, რომ ის 50% წილის გადაფორმებას ხალვაშსა და დვალზე აპირებს, რის გაკეთებასაც მის გარეშე გეგმავს.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42