"ვარდების რევოლუციის" მონაპოვარი ამ არასწორ მიმართულებას შეეწირა - დავით უსუფაშვილი
პოლიტიკა - 14:49, 06 Sep, 2016     1288

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი აცხადებს, რომ "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარი შეეწირა არასწორ მიმართულებას. უსუფაშვილის განმარტებით, საქართველოში ევროატლანტიკური საბჭოს სხომის ჩატარება მნიშვნელოვანია და იგი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლას გეგმავს:

„სხდომაზე ვისაუბრებთ შავი ზღვის უსაფრთხოების კონცეფციაზე, იმ ყველაფერზე, რასაც საქართველომ მiაღწია ნატო-სთან ინტეგრაციით, რაც უნდა გამოვიყენოთ ძალიან ეფექტურად ჩვენი ქვეყნის დასაცავად. დღევანდელ კონფერენციაზე ვსაუბრობდით დემოკრატიზაციის პროცესის შუქ-ჩრდილებზე საქართველოში. მე აღვნიშნე, რომ საქართველო ჩანს ძალიან წარმატებულ ქვეყნად. როდესაც მას უყურებ ევროპიდან და ჩვენს ზურგს უკან არის რუსეთი, ცენტრალური აზია, სხვა ქვეყნები, მაგრამ ჩვენ გვაქვს გაცილებით მეტი გასაკეთებელი, თუ ჩვენსავე თავს შევხედავთ აღმოსავლეთიდან და ჩვენს უკან დავინახავთ ევროპას და განვითარებულ მსოფლიოს. დემოკრატიზაციის პროცესის შეჩერება არ არის სწორი არც ერთი არგუმენტით. 90-იანი წლების დასაწყისში იყო დებატები, ჯერ დამოუკიდებლობა, თუ ჯერ დემოკრატია, ამ დებატებმა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიგვიყანა, სამოქალაქო ომამდე. მერე იყო სხვა ტიპის დებატები, მოდერნიზაცია, თუ დემოკრატია, "ვარდების რევოლუციის" მონაპოვარი შეეწირა ამ არასწორ მიმართულებას, რომ მოდი ჯერ ქვეყანა სხვანაირად განვავითაროთ, დემოკრატიული ინსტიტუტები და პროცესები მოიცდის“, - განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, ქვეყანაში დემოკრატიზაციის შეჩერება არ უნდა მოხდეს.

„ეკონომიკა გვაქვს ასაღორძინებელი ან სხვა რამ გვჭირდება. მრავალპარტიულ, თავისუფალ პოლიტიკურ პროცესს არ აქვს ალტერნატივა ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი ხალხის კეთილდღეობისთვის.

დემოკრატიას საფრთხე დაემუქრება, თუ საქართველოში არ გვექნება ის ვითარება, როდესაც ხელისუფლების სათავეში არიან პოლიტიკური გუნდები. თუ ჩვენ მივალთ იქამდე, რომ ხელისუფლებაში არიან მონდომებული, გულანთებული ადამიანები, მაგრამ არა პოლიტიკური გუნდები პოლიტიკური მსოფლმხედველობით და იდეებით, მაშინ ჩვენ გვექნება ეს საფრთხე“, - აღნიშნა უსუფაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42