„მე კიდევ დიდხანს არ ვაპირებდი ამ დოკუმენტის გასაჯაროებას და ამ თემაზე ლაპარაკს, ვიდრე სასამართლო არ დამთავრდებოდა. მაგრამ იძულებული გამხადეს. იძულებული გამხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ, რომელიც სამი წლის განმავლობაში ყველა გზაზე მებრძვის. 2013 წელს მინდოდა ბიზნესში რაღაც პროექტების დაწყება, კერძოდ გორში ქარის ტურბინების დამონტაჟება, მივმართე მას და იგნორი მივიღე. კალაძე ხელმძღვანელობდა ჩემი რეგისტრაციის გაუქმებასაც 2014 წლის ადგილობრივ არჩევნებზეც. ის ხელმძღვანელობდა არჩევნებს მთლიანად გორშიც სადაც გამარჯვება მომპარეს. ის ხელმძღვანელობდა გუშინ ჩემი თანაგუნდელის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებასაც. მან წინასწარვე იცოდა და ჩემი მხრიდან იყო გზავნილი, რომ თუ ისინი ამას გააკეთებდნენ, მე გზა აღარ მექნებოდა თუ არა ის ნაბიჯი რაც გადავდგი. მისი მხრიდან შეგნებულად გაკეთდა ეს ყველაფერი.“- განაცხადა ირაკლი ოქრუაშვილმა.
ოქრუაშვილის თქმით ის რუსთავი2-ის მფლობელობაზე პრეტენზიების წამოყენებას უზენაესი სასამართლოს განაჩენის და არჩევნების დასრულების შემდეგ აპირებდა.
მასალის გამოყენების პირობები






