"ჟონავს ინფორმაცია, რომ "ენმ" პროვოკაციებს გეგმავს, ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება"- კობახიძე
პოლიტიკა - 13:51, 06 Sep, 2016     2164

"ქართული ოცნების" წევრი ირაკლი კობახიძე, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მიერ დაგეგმილ პროვოკაციებზე საუბრობს.

"როგორც ჩვენ არაერთგზის აღვნიშნეთ, გვაქვს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ არის დაგეგმილი გარკვეული ტიპის პროვოკაციები. თუ დადასტურდება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, ამ შემთხვევაში აუცილებლად მივმართავთ სამართალდამცავ ორგანოებს.

სხვადასხვა წყაროდან მოდის ინფორმაცია. ბუნებრივია, როდესაც პროვოკაციები იგეგმება პოლიტიკური გაერთიანების მიერ, ეს ინფორმაცია გარკვეულად ჟონავს გარეთ. აქედან გამომდინარე, სხვადასხვა წყაროდან მოგვდის ეს ინფორმაციები. სამართალდამცავი ორგანოები შეიძლება დაინტერესდნენ ამ საკითხით იმ შემთხვევაში, თუ ეს პროვოკაციები შეიცავს დანაშაულის ნიშნებს. ანუ, საუბარია პროვოკაციებზე. პროვოკაციები შეიძლება იყოს სხვადასხვა სახით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ ჩვენ გვექნება ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეს პროვოკაციები უკვე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ამ შემთხვევაში ჩვენც მივმართავთ სამართლადამცავ უწყებებს და ალბათ ისინიც თავადაც დაინტერესდებიან ამ ყველაფრით. ჯერჯერობით გვაქვს ასეთი მდგომარეობა. ჩვენ გვაქს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარკვეული სახის პროვოკაციებია დაგეგმილი, ამ პროვოკაციების განხორციელებისთვის მათ შეიძლება გამოიყენონ, როგორც, უშუალოდ, თავიანთი სტრუქტურები, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ თავისუფალი ზონა, ასევე, მათთან ასოცირებული ძველი თუ ახალი ორგანიზაციები, ეს შეიძლება იყოს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები ან სხვა ტიპის დაჯგუფებები. რა თქმა უნდა, „ნაციონალურ მოძრაობას“ მასთან ასოცირებული ორგანიზაციების გარკვეული ქსელი აქვს, რომელს გამოიყენებენ მათ პროვოკაციებისთვის, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი, როდესაც პროვოკაციები მათ მიერ იქნება განხორციელებული. ჩვენი მიზანია პრევენცია, ჩვენი ამოცანაა ყველანაირი გართულების თავიდან აცილება, საბოლოო ჯამში, ჩვენ ვართ პასუხისმგებელი ამ არჩევნეზე, როგორც მმართველი პარტია, აქედან გამომდინარე, ჩვენს ინტერესებშია, რომ ეს არჩევნები ჩატარდეს სამართლიანად, კორექტულად. ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. გუშინდელი ჩვენი განცხადებები პრევენციას ემსახურება. ჩვენი თვითმიზანი არ არის რაიმე სახის პროვოკაციაზე წინასწარ ვისაუბროთ და მერე ეს მოხდეს. პირიქით, ჩვენი ამოცანაა პრევენცია, რომ ჩვენს ქვეყანაში, წინასაარჩევნო პერიოდში არანაირ პროვოკაციას არ ჰქონდეს ადგილი".

"ქართული ოცნების" წევრი ზუგდიდში, მომხდარ ინციდენტსაც შეეხო:

"რაც შეეხება ზუგდიდის მცირე ინციდენტს, იქ ჩვენი აქტივისტები ჩართულები არ ყოფილან. ჩვენ გადავამოწმეთ იმთავითვე ინფორმაცია ზუგდიდთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენი აქტივისტები იქ ჩართულები არ ყოფილან ამ ინციდენტში"-განაცხადა ირაკლი კობახიძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42