დავით ხუციშვილმა საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა
პოლიტიკა - 12:48, 06 Sep, 2016     1722
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, დავით ხუციშვილმა დღეს ტექნოპარკში გამართული ინტერნეტის მართვის საკითხებთან დაკავშირებული ყოველწლიური კონფერენცია – საქართველოს ინტერნეტ მმართველობის ფორუმი 2016 გახსნა. ღონისძიება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თანაორგანიზატორობით გაიმართა.

დავით ხუციშვილმა აღნიშნა, თუ რამდენად დიდ როლს თამაშობს ინტერნეტი ყოველდღიურ ცხოვრებაში, ასევე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პროექტზე საქართველოში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით, რომლის მიზანია ქვეყნის 2 000-მდე დასახლებული პუნქტის ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალების მშენებლობა, დაშვების წერტილების მოწყობა და აქედან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვან მომსახურებებთან და მაღალსიჩქარიან ინტერნეტთან წვდომის ხელშეწყობა.

ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარება ოპერატორებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი მომსახურება გაუწიონ მოსახლეობას იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც აქამდე ფართოზოლოვანი მომსახურება არ არის ხელმისაწვდომი, ასევე გააუმჯობესონ არსებული მომსახურების ხარისხი იმ დასახლებულ პუნქტებში, სადაც ის მოსახლეობას დაბალი ხარისხით ან შეზღუდულად მიეწოდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ ასევე აღნიშნა, რომ ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვის ზრდასთან ერთად, ბოლო წლებში განსაკუთრებით აქტუალური ხდება ინტერნეტში პირადი ცხოვრების პატივისცემის და ხელშეუხებლობის, ცენზურის და თვითცენზურის, საავტორო უფლებების ხელყოფის, სიძულვილის ენის და ძალადობისკენ მოწოდების, მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვის საკითხები. ეს ყველაფერი პირდაპირ კავშირშია ინტერნეტში გამოხატვის თავისუფლების, აზრის დაუბრკოლებლად გავრცელების, ინფორმაციის მიღების და გავრცელების, ინფორმაციის ღიაობის და სხვა საკვანძო საკითხებთან.

შეხვედრაზე ასევე ვრცლად ისაუბრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს კავშირგაბმულობის, საინფორმაციო და თანამედროვე ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა ეკა ყუბუსიძემ, კერძოდ - სამინისტროში მიმდინარე პროექტთან დაკავშირებით ელექტრონული კომერციის საკანონმდებლო ბაზისა და პლატფორმის განვითარების და ამ პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვის, პერსონალური მონაცემების დაცვისა და საავტორო უფლებათა დაცვის მიმართულებით.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42