"ვიზალიბერალიზაციისთვის საქართველომ 2015 წლის ბოლოსთვის ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა"- ევროპარლამენტი
პოლიტიკა - 12:31, 06 Sep, 2016     1571
ევროპარლამენტი, სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და საშინაო საქმეთა კომიტეტის მიერ (LIBE) საქართველოსა და კოსოვოს ვიზალიბერალიზაციის შესახებ გამართული კენჭისყრის შედეგებთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს.

“ორშაბათს, კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს და კოსოვოს მოქალაქეებისთვის შენგენის ზონაში უვიზოდ მოგზაურობის უფლების მინიჭების გეგმებს. კომიტეტმა მხარი დაუჭირა კოსოვოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმებას 25 ხმით 24-ის წინააღმდეგ, ორმა თავი შეიკავა, საქართველოსთვის კი - 44 ხმით ხუთის წინააღმდეგ“ - აღნიშნულია ევროპარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

საქართველოს ნაწილში, აღნიშნულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზალიბერალიზაციაზე დიალოგი 2012 წელს დაიწყო, ხოლო 2015 წლის ბოლოსთვის ევროკომისიამ დაასკვნა, რომ ქვეყანამ ყველა კრიტერიუმი დააკმაყოფილა.

„აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე მომხსენებელი, მარია გაბრიელი მიიჩნევს, რომ სავიზო რეჟიმი გაუქმება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების გააქტიურებისა და პოლიტიკური დიალოგის გაძლიერებისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვის თემებზე.

საჭიროა მეტი ძალისხმევა ისეთ სფეროებში, როგორიცაა მედიის თავისუფლება, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა, არჩევნების სამართლიანობა, ქალებისა და ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის გაზრდა, ამბობს გაბრიელი” - ნათქვამია განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42