მაკრახიძემ და ხუბულურმა მოსახლეობასთან „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ განხორციელებული პროექტები შეაჯამეს
პოლიტიკა - 12:33, 06 Sep, 2016     1177
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქალაქ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, იოსებ მაკრახიძე ტინისხიდის მოსახლეობას შეხვდა.

შეხვედრაზე დასახლებაში არსებულ პრობლემებსა და მათი მოგვარების გზებზე ისაუბრეს. განსაკუთრებული ყურადღება უმუშევრობის, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისა და სოციალურად დაუცველის სტატუსის მინიჭების საკითხებს დაეთმო.

“ხელისუფლების სწორი მუშაობის შედეგად, ჩვენ გვაქვს შედეგი, ეტაპობრივად დაიწყო მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარება . ეს სწორედ ის ბიზნეს სექტორია, სადაც მოიძიება რესურსი ყველაზე მეტი სამუშაო ადგილის შექნმისა. მე ვაძლევ ჩემს გორელებს პირობას, რომ ჩვენს ქალაქში, ისე როგორც დანარჩენ საქართველოში, უმუშევრობის პრობლემა აღარ იქნება“,- განაცხადა იოსებ მაკრახიძემ ამომრჩველთან შეხვედრისას.

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, თემურ ხუბულური წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობს.

ამჯერად მაჟორიტარობის კანდიდატი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახრისის მოსახლეობას შეხვდა და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნო. შეხვედრაზე, რომელიც კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, მონაწილეებმა სოფლის განვითარებისთვის პრიორიტეტულ საკითხებზე ისაუბრეს.

„მე ვგრძნობ ჩემი რაიონის მოსახლეობის უდიდეს მხარდაჭერას, რაშიც 8 ოქტომბერს საზოგადოებაც დარწმუნდება. ადგილობრივების ძირითად პრობლემას მოყვანილი პროდუქციის დაბალი საბაზრო ფასი წარმოადგენს. მოგეხსენებათ , პრემიერ- მინისტრის ინიციატივით , საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. დაწყებულია სოფლის მეურნეობის ჯაჭვის განვითარება, მიმდინარეობს ქვეყანაში ორგანიზებული საბითუმო სავაჭრო ცენტრების განვითარების მიზნით კერძო ინვესტიციების წახალისება. წარმატებული სოფლის მეურნეობისთვის ინფრასტრუქტურული კეთილმოწყობა აუცილებელი პირობაა. დღეს ჩემს რაიონში ეს პრობლემა დიდი პროცენტულობით მოგვარებულია“,- განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა თემურ ხუბულურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42