„თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთი ლიდერი, ალექსი პეტრიაშვილი საზოგადოებას მოუწოდებს, არ მიაბას არჩევნებს ვიზალიბერალიზაციის საკითხს. პეტრიაშვილის განცხადებით, მცირე დრო დარჩა იმ მომენტამდე, როცა საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას შეძლებენ:
„მინდა, მოვუწოდო მთელს საზოგადოებას, ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვმელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა. ეს არის ყველას წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და არ მგონია, რომ რაიმე შეფერხებას ჰქონდეს ადგილი, რადგან ამ საკითხის ირგვლივ არის საყოველთაო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებში. დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები ყველა ნაბიჯს გადადგამენ, ყველა ზომას მიიღებენ, რათა არანაირი შეფერხება არ მოხდეს ამ მხრივ“, - განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






