გორის მერიის წარმომადგენელი პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში პოლონეთში გაემგზავრება
პოლიტიკა - 12:26, 06 Sep, 2016     1217
ქალაქ გორის მუნიციპალიეტეტი საქართველოს იმ სამ მუნიციპალიტეტს შორისაა, რომლის წარმომადგენელიც პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში მიმდინარე წლის 17-24 ნოემბერს პოლონეთში გაემგზავრება და სასწავლო ტურში მიიღებს მონაწილეობას.

პროექტის მიზანია თანამონაწილეობითი მექანიზმების დანერგვა ადგილობრივი ბიუჯეტირების პროცესში.

პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები, რომლებშიც საქართველოს 10 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი იღებდა მონაწილეობას.

ქალაქ გორის, საჩხერისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების მიერ წარმოდგენილი სამოქალაქო ბიუჯეტირების განვითარების გეგმები პოლონელი და ადგილობრივი ექსპერტების შეფასებით საუკეთესოები აღმოჩნდა.

თანამონაწილეობითი ბიუჯეტირების დროს მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხის მიზნობრიობას თვითონ განსაზღვრავენ. მსგავსი პრაქტიკა ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში, მათ შორის პოლონეთის 150 ქალაქში.

„2017 წლისთვის „სამოქალაქო ბიუჯეტი“–ს პროექტის ღირებულება სავარაუდოდ 900 000 ლარით განსაზღვრება. ეს იმას ნიშნავს, რომ ექვსივე ადმინისტრაციულ ერთეულში ცალ-ცალკე 150-150 ათასი ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდება. პროექტის კოორდინატორები თითოეულ ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეთა ინფრომირების მიზნით მერის წარმომადგენლებთან ერთად მუშაობენ. ინფრასტრუქტურული პროექტების წარმოდგენის ვადა 15 სექტემბერს იწურება (ელ. ფოსტა - info@gori.gov.ge.) მოსახლეობას სამოქალაქო ბიუჯეტირების პროცესში აქტიური ჩართულობისკენ მოვუწოდებ.“ - აღნიშნავს გორის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი იაგო წიკლაური, რომელმაც პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიის“ ფარგლებში გამართულ საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

პროექტ „თანამონაწილეობის აკადემიას“ არასამთავრობო ორგანიზაცია „სხვა სივრცე“ პარტნიორი ორგანიზაციების მხარდაჭერით ახორციელებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42