„ეს იყო ის მომენტი, რომელმაც აჩვენა, რომ მთავრობა შეიცვალა ინდივიდუალური ადამიანების მიერ ხმის მიცემით. ეს იყო მშვენიერი გამოცდილება და ამავდროულად ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანია. არჩევნები უნდა გაიმართოს ევროპული სტანდარტების შესაბამისად. მოვუწოდებ დამკვირვებლებს, რომ ჩაერთონ დიდი ყურადღებით ამ პროცესში. ჩვენ ეს დაგვეხმარება როგორც ქვეყანას, რომ ჩავატაროთ დემოკრატიული არჩევნები. საპარლამენტო არჩევნებით ჩვენ უნდა დავადგინოთ საარჩევნო კამპანიის ახალი სტანდარტი, პოლიტიკური ცხოვრების ახალი სტანდარტი. ახლა ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ახალი სტანდარტი, სადაც ჩვენ არჩევანს გავაკეთებთ არა ვიღაცის წინააღმდეგ, არამედ ვიღაცისთვის, ვიღაცის ასარჩევად. ეს არ არის მარტივი, როგორც ამომრჩევლების, ისე პოლიტიკოსების კონტექსტში, რადგანაც ამომრჩევლები მიჩვეულები არიან ისეთ საარჩევნო კამპანიას, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ სამყაროს აღსასრულზე. მაგალითად, თუ ესა თუ ის ძალა მთავრობაში არ იქნება, ეს იქნება სამყაროს აღსასრული. სწორედ ამას ისმენდნენ ჩვენი ამომრჩევლები. ამგვარი გარემო ახლა უკვე არ არსებობს და არ არის ასეთი ტრაგიკული არჩევნის წინაპირობა. ასევე პოლიტიკოსები მიჩვეულები იყვნენ ამგვარ რიტორიკას. ისინი საუბრობდნენ შავთეთრ ფერებში“- განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






