გელა დუმბაძე დიდ ბრიტანეთში მოღვაწე თანამემამულეებს შეხვდა
პოლიტიკა - 11:34, 06 Sep, 2016     1192
5 სექტემბერს დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა - გელა დუმბაძემ შეხვედრა გამართა დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ჩვენს თანამემამულეებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ დიდი ბრიტანეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე ირინა სარაჯიშვილი, ქ. ლონდონის გაერთიანებული სამეფოს პირველი ქართული სკოლის ხელმძღვანელი ლიანა გოგრიჭიანი, ოქსფორდის უნივერსიტეტის ფილოსოფიის დოქტორი თამარ დრაგაძე, ექიმი ოთარ ლაზარიაშვილი, პოეტი ხათუნა შავგულიძე და სხვები. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო უორდროპების ფონდის სტიპენდიანტმა - ჯეფრი გოსბიმ, რომელიც დიდ ბრიტანეთში, ოქსფორდის უნივერსიტეტში პედაგოგ ლიკა ჩოკოშვილის ხელმძღვანელობით ეუფლება ქართულ ენას.

სახელმწიფო მინისტრის შეხვედრას ქართული დიასპორის წარმომადგენლებთან დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და გაერთიანებულ სამეფოში - თამარ ბერუჩაშვილი.

გელა დუმბაძემ შეხვედრის მონაწილეებს გააცნო დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის საქმიანობა, ესაუბრა პროექტებზე, რომელსაც ამჟამად ახორციელებს აპარატი. სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა დიასპორის როლზე ქვეყნის განვითარებაში და და საგანგებოდ გაუსვა ხაზი უცხოეთში შეძენილი ცოდნისა და გამოცდილების თანამემამულეთათვის გაზიარების მნიშვნელობას. შეხვედრის მონაწილეებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოიჩინეს ლევილის შატოს მამულის საქართველოსათვის გადმოცემის პროცესის მიმდინარეობის მიმართ. სახელმწიფო მინისტრმა უპასუხა ჩვენი თანამემამულეების შეკითხვებს საქართველოში მიმდინარე პროცესებთან და ქვეყანაში მოქმედ ეკონომიკურ პროგრამებთან დაკავშირებით.

დიდ ბრიტანეთში მოღვაწე ქართველებმა გელა დუმბაძეს გააცნეს დიდი ბრიტანეთის ქართული დიასპორის წინაშე არსებული პრობლემები. საუბარი შეეხო განათლების საკითხებსა და ახალგაზრდული პროექტების მხარდაჭერის აუცილებლობას. აღინიშნა, რომ ქართველი ემიგრანტებისათვის ძალიან დიდი მხარდაჭერა იქნება იმგვარი ჰუმანიტარული პროექტის განხორციელება დიდ ბრიტანეთში, როგორიც იყო ქართველ ექიმთა კონსულტაციები საბერძნეთსა და იტალიაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42