„ნატოს გენერალური მდივნის ვიზიტი მიუთითებს მის პირად მხარდაჭერაზე. მოკავშირეებისგან მთავარი მესიჯი ვფიქრობ, იქნება ის, რომ საქართველოს მიმართ განაგრძობენ მხარდაჭერის პოლიტიკას. ისინი კიდევ ერთხელ აღიარებენ იმ წვლილს, რაც საქართველოს შეაქვს ქართველი სამხედროების ჩართულობით. მათ სურთ არსებითი პაკეტის განხორციელების კუთხით, არსებული პროგრესის მიმოხილვაც. მოუთმენლად ელოდებიან პოლიტიკურ დისკუსიებს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტთან, არასამთავრობო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან. ისინი ელიან უმაღლესი სტანდარტების არჩევნებს და დადებითად აფასებენ საპარლამენტო კონსენსუსს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე,"- განაცხადა აპატურაიმ.
ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი "რუსთავი 2"- ის საქმეს და საქართველოში მედიის თავისუფლებაზეც აკეთებს აქცენტს.
"რაც შეეხება რუსთავი 2-ის საკითხს, ნატო თვალყურს ადევნებს მედიის თავისუფლებას, თბილისის ოფისის საშუალებით. არ ვიცი რა ფორმით წამოწევენ ამ საკითხს მოკავშირეები, მაგრამ, იქნება შეხვედრები სამოქალაქო საზოგადოებასთან, არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან. საერთაშორისო საზოგადოება ფოკუსირებულია ქართული მედიის უმაღლეს სტანდარტებზე, როცა საქმე მედიის დამოუკიდებლობას ეხება. რა თქმა უნდა, ვერ ჩავერევი შიდა სამართლებრივ პროცესებში, თუმცა მედიის დამოუკიდებლობა ყველა მოკავშირისათვის მნიშნელოვანია," - აღნიშნა ჯეიმს აპატურაიმ.
მასალის გამოყენების პირობები






