,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და ჩვენ ბოლომდე დავდგებით ქართლის პრობლემების მოგვარების სადარაჯოზე
პოლიტიკა - 21:02, 05 Sep, 2016     1323
გორში, სადაც ირაკლი ალასანიამ ოფიციალურად დაიწყო წინასაარჩევნო კამპანია, აქტივთან, პარტიის წევრებთან და გორის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გორის ამომრჩეველს პუნქტებად წარუდგინა მთავარი გზავნილები, რომელთა შორის პირველი დასახელდა ქვეყნის უსაფრთხო სივრცე: ,,ჩვენი პირველი ამოცანა იქნება შევქმნათ უსაფრთხო სივრცე ჩვენი მოქალაქეებისთვის, იმისათვის, რომ ჰქონდეთ განცდა რომ სახელმწიფო მათ პატრონობს, რომ სახელმწიფო დაიცავს ნებისმიერი კონფლიქტისგან და არ შექმნის კონფლიქტს“.

მეორე მთავარ გზავნილად სამუშაო ადგილების შექმნა, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სახელფასო მინიმუმის ზრდა, პენსიის ზრდა და ნეპოტისმის დაძლევა დასახელდა: ,,მეორე რიგში ჩვენ უნდა მივცეთ შესაძლებლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ვერ ახერხებს საკუთარი ენერგიისა და გამოცდილების რეალიზებას და ვერ პოულობს სამუშაო ადგილს. უნდა შევუქმნათ შესაძლებლობა მცირე და საშუალო ბიზნესს რომ გაჩნდეს სამუშაო ადგილები. ანაზღაურება კი იყოს არა ძალიან დაბალი და შურაცხმყოფელი, არამედ კანონით გამყარებული და 500 ლარზე ნაკლები ხელფასი არავის ჰქონდეს. ჩვენ გვინდა მობილიზება გავუკეთოთ იმ ბიუჯეტს, რომელიც ყაირათიანად უნდა დაიხარჯოს და რაც მთავარია - ჩვენს პენსიონერებს 170 ლარი კი აღარ უნდა ჰქონდეს პენსია, არამედ ამ უახლოეს წლებში გაეზარდოს და გახდეს 300 ლარი, რომელიც იქნება საარსებო მინიმუმზე მეტი. ამ ყველაფერს შევძლებთ ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით, ამას მივაღწევთ იმით, რომ სამუშაო ადგილზე ადამიანები შეირჩევა არა ნეპოტიზმისა და ნათესაური კავშირებით, არამედ კადრების შერჩევა მოხდება პროფესიონალიზმისა და კომპეტენციის მიხედვით. ჩვენ რელურად მივცემთ შესაძლებლობას ბიზნესს თავისუფალ გარემოში აკეთოს საქმე. მე ძალიან ბევრი გორელი შემხვდა, ვისაც წინა ხელისუფლებების დროს ბიზნესი წაართვეს, უკანონობაში ამყოფებდნენ და დღესაც ეს არ არის დაძლეული, დღესაც უკანონოდ შეზღუდული ბიზნესმენები ვერ იბრუნებენ ქონებას, რადგან ამის პოლიტიკური ნება არ ჰქონდა ამ ხელისუფლებას. ჩვენ გვინდა შევქმნათ ისეთი გარემო, სადაც პოლიტიკური ნიშნით არც ერთ ბიზნესმენს არ შეეხებიან და რათქმაუნდა პოლიტიკისგან გავათავისუფლებთ პოლიციას, უშიშროების სამინისტროს. ალბათ იკითხავთ რატომ უნდა დაგვიჯეროთ რასაც ვამბობ, მაგრამ მე შემიძლია გითხრათ რომ ერთ-ერთი პირველი რაც გავაკეთე თავდაცვის სამინისტროში იყო ის, რომ სამხედრო პოლიცია სრულიად გავათავისუფლე პოლიტიკური დიქტატიდან, სახედრო პოლიცია გახდა რეალურად სამხედრო საქმის ერთგული და არა პოლიტიკური დაკვეთების შემსრულებელი. ეს ჩვენ შევძელით, ხალმა ეს ნახა , დააფასა და ამიტომაც დღეს რასაც ვამბობთ ის შესრულდება. მე მინდა თქვენ აქ ჩვენ პარტიის წევრებს, ჩვენს აქტივს მივცე პირობა, რომ ჩვენი ყველა დაპირება არის ეკონომიკურად დასაბუთებული, მე მინდა თქვენ მოგცეთ პირობა , რომ მე დაუღალავად , ყოველ დღე ვიქნები გორელებთან და დავუდასტურებ მათ, რომ ,,თავისუფალ დემოკრატებს“ გვაქვს კომპეტენცია, გამოცდილება და რაც მთავარია პატიოსნება და ჩვენი ქვეყნის ერთგულების განცდა და განცდა იმისა, რომ ბოლომდე დავდგებით ქართლის პრობლემების მოგვარების სადარაჯოზე. ჩვენ არ მიგატოვებთ, არ ვიქნებით ისეთი პარტია, რომლის დეპუტატი ტელეფონს გათიშავს ან სამუშაო ოთახის კარებს ჩაკეტავს. ჩვენ ღიად გვინდა ჩვენს ხალხთან ვიმუშაოთ, და მათი პრობლემების მოგვარება რეალურად გავხადოთ შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გვაქვს ამის ეკონომიკური გეგმა, რომელსაც ყველა შეხვედრაზე ავუხსნით ხალხს და მოვიპოვებთ მათ ნდობას.

საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარი თქვა ქართულ ოცნებაზე, საზოგადოებას არ უნდა გაგრძელდეს ცხოვრება იმ პირობებში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით“, განაცხადა ირაკლი ალასანიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42