საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა მიხეილ ჯანელიძეს რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა
პოლიტიკა - 20:20, 05 Sep, 2016     1238
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრსა და ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულ ელჩთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ ხაზი გაესვა ბულგარეთის ურყევ მხარდამჭერას ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ მომდევნო სამი წლის განმალობაში სწორედ ბულგარეთის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს.

საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა დესისლავა ივანოვამ რწმუნებათა სიგელების ასლები გადასცა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს.

ცერემონიის დასრულების შემდეგ გამართულ ხანმოკლე, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მიხეილ ჯანელიძემ ხაზი გაუსვა ქვეყნებს შორის ისტორიულად მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებს.

განხილულ იქნა საქართველოსა და ბულგარეთს შორის ორმხრივი თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ქვეყნებს შორის სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესაძლებლობას. საუბარი, ასევე შეეხო პოლიტიკური, ეკონომიკური, თავდაცვის, კულტურულ-ჰუმანიტარული და სხვა სფეროების მიმართულებით არსებულ თანამშრომლობას და სამომავლო გეგმებს.

ხაზგასმით აღინიშნა ბულგარეთის, როგორც საქართველოს ურყევი მხარდამჭერის როლი, ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებში. ამ კუთხით, ბულგარეთის ელჩმა კმაყოფილებით აღნიშნა, რომ 2017-2019 წლებში საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩო შეასრულებს ნატო-ს საკონტაქტო საელჩოს ფუნქციებს.

შეხვედრის დასასრულს მინისტრმა ბულგარეთის ახლადდანიშნულ ელჩს წარმატება უსურვა მის მომავალ საქმიანობაში. თავის მხრივ, ბულგარეთის რესპუბლიკის ელჩმა ქვეყნებს შორის თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების ხელშეწყობის მზადყოფნა გამოთქვა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42