საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახალდანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, შაბთაი ცურთან.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორმხრივი ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები და სამომავლო გეგმები. აქცენტი გაკეთდა მაღალი დონის ორმხრივი ვიზიტების კარგ დინამიკასა და მათი შემდგომი გაგრძელების მნიშვნელობაზე. ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის არსებული სექტორული თანამშრომლობის ინტენსიურობას, მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს მაქსიმალურად იქნას გამოყენებული ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების დიდი პოტენციალი ისეთ სფეროებში როგორც არის ეკონომიკა, კულტურა, ტურიზმი, სოფლის მეურნეობა.
საქართველოში ისრაელის სახელმწიფოს ახლადდანიშნულმა ელჩმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ისრაელის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ქვეყნებს შორის ისტორიულად არსებული მეგობრობის კიდევ უფრო გაღრმავებას. მინისტრმა ელჩს წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში.
მასალის გამოყენების პირობები






